ცხადაძე: აუხსნელია, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი შიშით რატომ თამაშობს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა:

"რთულია საუბარი. მეტოქემ ისევ ინდივიდუალურად გვაჯობა. ინდივიდუალური ოსტატობა დაგვაკლდა. როცა გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს, შესაბამისი დონის შემსრულებლებია საჭირო. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დაცვაში ასეთი უხეში შეცდომები დავუშვით. ფლანგიდან უამრავი გადაცემა გავაკეთეთ, მაგრამ უმეტესობა არაზუსტი იყო.

ზოგიერთი მოთამაშე გამოუცდელობის ფაქტორმა დააზარალა. გამოუცდელებს ეპატიებათ, მაგრამ გამოცდილი მოთამაშეები  შიშით რატომ თამაშობენ, ეს ჩემთვის აუხსნელი და მიუღებელია...

ზოგიერთი ვიღაცის ინტერესს ატარებს და ტრიბუნიდან რაღაცებს ყვირიან. როგორც
"ნეფთჩისთან", ასევე დღევანდელ შეხვედრაში გუნდის მოსამზადებლად არაფერი დაგვიკლია და მეტოქეებს არ ჩამოვუვარდებოდით...

მართლა ბევრი რამ გავაკეთეთ, არაერთი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
არა რაა.... დინამოს მსგავსი გუნდები არ უნდა თამაშობდნენ ევროტურნირებზე. აბა.... კახა ცხადაძეს დავაბრალოთ ეხლა ყველაფერი))))
გრაფი
23:43 22-07-2021
0
სამწუხარო მარცხია, თუმცა შემადგენლობიდან გამომდინარე, მეტის პრეტენზია ვერ გვექნება. ერთი შენიშვნა რაც მაქვს, ეს ხარაბაძე ნორმალურად თამაშობს, მაგრამ შორტი რომ აიწიოს და სტანდარტულად ჩაიცვას, ხომ უკეთ ითამაშებს? მაგას რომ ვუყურებ, მგონია რომ ნებისმიწრ დროს შეიძლება ჩაძვრეს შორტი და შეგვარცხვინოს ყველა
რობერტო
00:02 23-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული