"გავიფინეთ ორი ბელარუსი ნახევარმა სტადიონმა" - ბათუმში "დინამოსა" და "ბატეს" ფანებს შორის კონფლიქტი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შოთა გუჯაბიძე Facebook-ზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც "დინამოსა" და "ბატეს" გულშემატკივრებს შორის მომხდარი კონფლიქტია ასახული.

ვიდეოში ჩანს, რომ ქართველები ბელარუს გულშემატკივრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათზე იწევენ, შუაში კი პოლიცია დგას.

"გავიფინეთ ორი ბელარუსი ნახევარმა სტადიონმა." - წერს "ფეისბუქმომხმარებელი" შოთა გუჯაბიძე.

გარდა ამისა, არაერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, რომ ბათუმელი გულშემატკივრის უკმაყოფილება ბელარუსი ფანების მხრიდან "ბატეს" მიერ გატანილი გოლის ზედმეტად ემოციურმა აღნიშვნამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბატეს" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიდით ბიჭებო, მიდით, გაიფინეთ, იქნებ აგვიკრძალონ ეს ევრო ტურნირები და გადავრჩეთ ამდენ სირცხვილს.D
2
გაუნათლებლობის ბრალია სამწუხაროდ.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული