ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 3-ში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურია" გამოცდილი მოთამაშეებით გაძლიერდა - ამის შესახებ კლუბის "ფეისბუქგვერდი" წერს. ლანჩხუთელთა რიგებში ნახევარმცველები - 39 წლის ალექსანდრე კოშკაძე და 30 წლის ვილი ისიანი ითამაშებენ. ეს ფეხბურთელები ამ გუნდის ღირსებას წარსულშიც იცავდნენ.

ალექსანდრე კოშკაძე საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. მას 16 ქართულ კლუბში უთამაშია და 442 შეხვედრის ჩატარების შემდეგ საგანგებოდ დააჯილდოეს. ნახევარმცველი 69 გოლის ავტორიცაა. კოშკაძე "გურიას" რიგებში 2013-15 წლებში გამოდიოდა და ამ კლუბის მაისურით 4 გოლი გაიტანა. ბოლოს კი ეროვნული ლიგის "თელავში" ასპარეზობდა. ფეხბურთელს 2010
წელს საქართველოს ნაკრებში სამი მატჩი აქვს გამართული.

რაც შეეხება ვილი ისიანს - 2013-14 წლების სეზონში ლანჩხუთელთა რიგებში 5 გოლი გაიტანა. შემტევი გულშემატკივრებს ბოლნისის "სიონში" კარგი თამაშითაც ემახსოვრებათ.

"გურია" ეროვნულ ლიგა 3-ში უკანასკნელ, მე-14 საფეხურს იკავებს.

alt"ათიანი" ტაილანდიდან ლანჩხუთში - "გურია" ფორვარდით გაძლიერდა

 

altყველაზე მეტი მატჩი - ალექსანდრე კოშკაძე ეროვნული ლიგის აბსოლუტური რეკორდსმენია

მკითხველის კომენტარები / 3 /
კოშკაძეს 16 გუნდში აქვს ნათამაშები!გინესის რეკორდი,რამდენია?
სოსო
12:38 28-07-2021
0
თან ერთი ქვეყნისო,ნაღდად არ ვიცი,55 წლის მიურა თამაშობს იაპონიაში შეიძლება ის არის რეკორდსმენი
გულშემატკივარი
13:18 28-07-2021
0

სიახლეები პოპულარული