ბელარუსულმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 30-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, „დინამომ“ რამდენიმე იერიში განახორციელა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე კუპატაძე და კობახიძე ერთმანეთს შეეჯახნენ, იაბლონსკიმ „ბატე“ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა.
შესვენების შემდეგ კი „დინამო“ ბრწყინვალედ გარდაისახა, აქტიურად შეუტია და შედეგსაც მიაღწია: ჯერ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე იაბლონსკის მოხვდა და პენალტით ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ხოლო მერე ჩიჩკანის კარი ფლამარიონმა, აზაროვმა და შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რასაც ვულოცავთ კიდეც.
ტურნირის მესამე ეტაპზე ბათუმის "დინამო" თურქეთის "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.
ბატე - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 იაბლონსკი (45+2), 1:1 მამუჩაშვილი (48), 1:2 ფლამარიონი (59), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (90+5)
ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩოვი, მილიჩი (ბესმერტნი 85), კარასიოვი (ნოსკო 85), იაბლონსკი, უმაროვი, სიგნევიჩი (იუსოვი 63), ნეხაიჩიკი
დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 90+4), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 79), ზარია (მანჯგალაძე 66), ჯიღაური (შინდაგორიძე 79), ფლამარიონი (ფანცულაია 79)
გისურვებთ წარმატებებს!