"ბატეს" მწვრთნელი: მრცხვენია, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოსთან" დამარცხების (1:4, 1:0) შემდეგ "ბატეს" მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- მეორე ტაიმში რა არ წავიდა ისე?
- ოპონენტები წნეხისგან უფრო მეტად გათავისუფლდნენ, ჩვენ კი - პირიქით. სადღაც ზედმეტი მომივიდა, ნათელი იყო, რომ ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობდნენ. პენალტის მერე შიში დაეუფლათ. ვერ ვიტყვი, რომ თამაშს თავი დაანებეს, მაგრამ მეორე გოლის გაშვების შიში იყო. როდესაც ფეხბურთის თამაშის გეშინია, ყველაფერი ასე ხდება.

- ასეთი ფსიქოლოგიური ორმოდან ამოსასვლელად რისი გაკეთებაა საჭირო?
- შემდგომ მუშაობაზე ლაპარაკი ძნელია. ძალიან
მრცხვენია გულშემტკივრების, ხალხის წინაშე, რომლებიც გუნდის გამო განიცდიან; იმათ წინაშე, ვინც ეს სამუშაო მანდო. ძალიან მრცხვენია. დღეს გამოძინებაა საჭირო, ხვალ კი კლუბის ხელმძღვანელობას გავესაუბრებით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში, როგორი გზით წავალთ.

ვთვლი, რომ საკუთარ მოედანზე ევროტურნირზე მეორე ტაიმში ოთხი გოლის გაშვება და წაგება, ეს მწვრთნელის ბრალია. იქ ვერ მიირბინე, აქ რაღაც ვერ ვითამაშეთ. ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალია. არავის დადანაშაულება არაა საჭირო. საფეხბურთო თვალსაზრისით ასე შერცხვენილი არასოდეს ვყოფილვარ. გასული მარცხის შემდეგ გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირეს. გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ მძიმე მომენტში თანადგომისთვის მადლობის გადახდა გვმართებდა. რომ არა მწვრთნელის ჩავარდნა...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფიფია სირცხვილი შენ.
თბილისელი
11:42 30-07-2021
0
,,ბიზმესმენი'' და სირცხვილი?
David
07:38 30-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული