გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

AutoSharing Option
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები დაასახელა.

ცაგერში მერობის კანდიდატი ლეგენდარული ქართული ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე იქნება, ვინაც ბოლოს თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, შემდეგ კი კლუბის სტრუქტურაში მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ პოლიტიკაში წავიდა კიდევ ერთი სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილიც, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან გორის მერობისთვის იბრძოლებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს მაინც არსად არ ივარგებს, როგორ უჭირთ, ამას რომ დაუძახეს. თფუიი.
ზეზვა
30 ივლისი 2021 23:56
0
ჯერ ნაციონალები, მერე საკრებულო, მერე დინამო, ეხლა ოცნება... მაგას მედროვეობა ჰქვია
: )))))))
30 ივლისი 2021 23:45
0
და ვერსად ვერ ივარგა!
ლაშა
31 ივლისი 2021 10:46
0
კარგი ფეხბურთელი იყო ნამდვილად, მაგრამ ლეგენდარულობამდე ძალიან ბევრი დააკლდა.
შენი კეთილის მსურველი
30 ივლისი 2021 23:29
0
აღარ დაგვრჩება მალე სპორტსმენები და 'ტრენერები'. ოლიმპიადაზეც მერობის კანდიდატებს და პარლამენტარებს გაგზავნიან.
გიორგი
30 ივლისი 2021 23:29
0
გიორგი კარგი ფეხბურთელი იყო, ლეგენდარულის რა მოგახსენოთ. ალბათ კობახიძეს და მეოცნებეებს გონიათ, რომ ლეგენდარული მერი იქნება. გიორგი მერად გასულია,რასაც ვულოცავ კიდეც, ქვეყანა კი გაღმა.
გულშემატკივარი
30 ივლისი 2021 23:10
0
იფიქრა, ჩემგან როგორც ჩანს მწვრთნელი არ დადგება და მშიერი ხომ არ ვიქნებიო...

და წავიდა პოლიტიკაში სადაც კარგად იშოვება და იპარება
თამაზი
30 ივლისი 2021 23:07
0
5 წელი ხრიდოლზე ვიარე, მანამდე კარატეზე. მგონი აქვს აზრი კენჭისყრას
გიორგი გორგაძე
30 ივლისი 2021 22:19
1
ამათმა ცნობადი სახეები ამოწურეს :D ხელოვანებმა ვერ გაამართლეს და ჯერი სპორტსმენებზეა?იქეთ ხინჩეგაშვილიც გორის მერადო....ინტერვიუს დროს ორ სიტყვას ძლივს აბამთ ერთმანეთს და ქალაქების მართვა უნდათ.საქართველოა რა... დამსახურების გამო თანამდებობა შეგხვდება კი არ იბრძვი არამედ შეგხვდება ოღონდ საჭირო დროს ელიტასთან უნდა "დატრიალდე"...
აბგდ
30 ივლისი 2021 22:15
1
ლეგენდარული, აფსუს, აქამდე როგორ არ ვიცოდი? რომ ავირჩიოთ აღარ გადადგება?
rigiti
30 ივლისი 2021 21:58
7
არსად არ ივარგა ამ კაცმა.არ აქვს მყარი ფსიქიკა.მწვრთნელი პოლიტიკაში მიდიოდეს მარტო საქართველოში ხდება ალბათ.არ გვეშველება არაფერი ჩვენ.ამას მითუმეტეს.
Master
30 ივლისი 2021 21:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული