კონფერენს ლიგა ევროპის რანგით მესამე ტურნირია, მაგრამ ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ერთხელ საკუთარ თავზე მაღლა ახტომა შევძლოთ და იქნებ ამ ბაზისზე ჩემპიონთა ლიგა უფრო იოლად დაეშენოს. თურქული ბარიერის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში წინ მხოლოდ ერთი წინაღობა დარჩება...
ბათუმის "დინამოში" თავი კარგმა კონტინგენტმა მოიყარა - გამოცდილება და ახალგაზრდული ჟინი პროდუქტიულად შეირწყა. გია გეგუჩაძის ევროპული გამოცდილება, როგორც ჩანს,
რაც ბათუმელებმა ბორისოვოში შეძლეს, იოლი არავისთვისაა - ასე დამაჯერებლად მოიგო შეხვედრა, რომელსაც ორი მატჩის ჯამში უკვე 0:2-ს აგებ...
თურქული კლუბი კიდევ უფრო მაღალი დონეა, თუმცა ეს ის თამასა არაა, რომელზეც ვერ უნდა გადავაბიჯოთ. "სივასპორს" უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი აქვს და ევროტურნირებზე გასვლას ახერხებს - გასულ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწია.
კონფერენს ლიგის საწყის რაუნდში თურქებმა მოლდოვის "პეტროკუბს" მოკრძალებულად აჯობეს, მაგრამ დღევანდელ მეტოქეს საკმაოდ ბევრი გააქვს და უშვებს კიდეც - მაგალითად, სუპერლიგის გასულ სეზონში ისეთი ანგარიშებით გაიმარჯვა, როგორებიცაა 5:3 და 4:2.
თურქეთის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონში "სივასპორის" რიგებში კოტ დ'ივუარელი ლეგიონერი, 33 წლის მაქს გრადელი ბრწყინავდა, რომელმაც 11 გოლი გაიტანა და 13(!) საგოლე გადაცემა შეასრულა. მოლდოველებთან აიობა კაიოდემ გაიტანა, რომელიც ასევე გამორჩეულია; გუნდში ახალწვეულ მცველ დიმიტრიოს გაუდასის ეიმედებათ, რომელიც "ატრომიტოსის" რიგებში გამოდიოდა.
ბათუმელებს მეტოქეზე ნაკლები ფეხბურთელი არცერთ რგოლში არ ჰყავთ - ირაკლი აზაროვმა ბელარუსში მშვენიერი გოლი გაიტანა, ნახევარდაცვაში გამოცდილი "ჯვაროსანი" ჯაბა ჯიღაურია, წინა ხაზზე კი - საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონი...
"ბათუმი არენაზე" გასამართი შეხვედრა 21 საათზე აიღებს სტარტს.
ასე ზეიმობდა ბათუმში გულშემატკივარი "დინამოს" "ბატესთან" გამარჯვებას [VIDEO]
"ბატეს" მწვრთნელი: მრცხვენია, მრცხვენია, ძალიან მრცხვენია
"ბატეს" მწვრთნელი: ბათუმის "დინამო" შემტევი გუნდია და თუ უფლება მიეცი, ყველაფერს გააკეთებს
გორი გავა აუცილებლად!!!