გეგუჩაძე: მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ - იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "სივასპორთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებს უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. ვერ დავეთანხმები, რომ გოლები მხოლოდ ცენტრალური მცველების შეცდომების გამო გავუშვით. შეხვედრის ბოლოს რომ კონცენტრაცია დავკარგეთ, ეს ფაქტია. შესაძლოა, ყველაფერი დაღლილობის ბრალი იყო. 75 წუთი კარგად ჩავატარეთ, ამის შემდეგ კი შეცდომებმა იმატა.

რაც უფრო მაღალ დონეზე გვიწევს თამაში, მით უფრო რთულდება ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორსაც შეჩვეული ვართ. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში და როცა მას უღალატებ,
აუცილებლად ისჯები.

სტუმრად ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება. გარკვეულ დასკვნებს გავაკეთებთ და იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება. ჩემში რაც ოპტიმიზმს იწვევს, ისაა, რომ გუნდი პროგრესირებს და ეს დამაიმედებელია. ამ მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ კრიტიკულად მიდგომა აუცილებელია".

altბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
Არაუშავს გია გასვლაზე მოუგებთ .საუკეთესო ხარ ქართველ მწვრვთვნელებში
Მილანელი
06 აგვისტო 2021 02:50
3
წლებია 75 წუთზე მეტს ვერ უძლებთ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ
შოკირებული გულშემატკივარი
06 აგვისტო 2021 01:12
1
გია, კარგ ანალიზს გააკეთებთ დარწმუნებული ვარ. გუნდმა შეიძლება კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ გოლები აშკარად კიბახიძის ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გავიდა, ეს ფაქტია
გია
06 აგვისტო 2021 00:07
2
მეტი საგანგაშო რაღა გინდა? გუნდი სახლში თუ მარტო 75 წუთს თამაშობს, გასვლაზე რატომ შეძლებს ბოლომდე თამაშს? ორი უმარტივესი სტანდარტიდან გავუშვით და მაგას უნდა ღრმა ანალიზი?
????
05 აგვისტო 2021 23:54
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული