არჩილ ბერიძე: მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" ორი მატჩის ჯამში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სივასპორთან" დამარცხდა, თუმცა ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. ნამატჩევს კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კომენტარი "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გამოაქვეყნა:

"მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს თავდადებისთვის და ღირსეული თამაშისთვის; ასევე ყველას, ვინც გვქომაგობდა და ჩვენს ემოციებს იზიარებდა.

დინამო ბათუმი განვითარების სწორ გზაზე დგას და მჯერა, რომ მალე დიდ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!"

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები! უბრალოდ გამოიტანეთ სწორი დასკვნები და არ გაიმეოროთ ერთი და იგივე შეცდომები! არ იყო სივასი ბათუმზე უკეთესი, უბრალოდ პირველ თამაშში კონცენტრაციის დაკარგვა დაგვიჯდა ძვირად! გოლის მერე მოვეშვით, არადა გუშინდელივით რომ გვებრძლა ბოლომდე პირველ თამაშშიც ამათ 3-0 გავუშვებდით თურქეთში!
გიო
11:03 13-08-2021
0
ნამდვილად მადლობა თქვენ. გუნდი თავდადებულია, იბრძვის ბოლომდე. კარგია - აჩვენებს მაქსიმუმს, რაც შეუძლია. ცუდია - ეს მაქსიმუმი მცირეა. და კიდევ ერთი! ქვეყნის ჩემპიონობას კი გისურვებთ, მაგრამ გთხოვთ - ეს "დიდ გამარჯვებათ" არ ჩათვალოთ.
alexandre
10:30 13-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული