ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "ნიკე" "ტვენტესთან" 0:9 დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის მატჩში თბილისის "ნიკე" ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში 0:9 დამარცხდა ადგილობრივ "ტვენტესთან".

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. 4 გოლი ნიდერლანდების ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა ფენა კალმამ გაიტანა. შესვენების შემდეგ "ტვენტემ" კიდევ 4 უპასუხო გოლი გაიტანა და გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.

"ტვენტე" შემდეგ ეტაპზე სერბეთის სუბოტიცის "სპარტაკს" შეხვდება, რომელმაც ირლანდიის "პიმაუნტ იუნაიტედს" 5:2 სძლია. 21 აგვისტოს "ნიკე" ჯგუფში მესამე ადგილისთვის მატჩში "პიმაუნტ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

ენსხედე. "სპორტპარკ დიკმანი"
ტვენტე - ნიკე 9:0

ნიკე: ნადირაშვილი, გურიელიძე, აკობიძე, ბეგიაშვილი (გელაშვილი 46), მატვეევა,
გაჯიევა, ბებია, ჭიჭინაძე, კირვალიძე, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
ობიექტურად, ხ ყველამ ვიცით ქალთა სპორტი რა დღეშია ჩვენთან. რაღაცა საოცრებების იმედად ყოფნას, იქნებქა სახელმწიფო პროგრამა გაკეთდეს, რომ ქალთა ძიუდო, კალათბურთი, ... ანუ ის საეხეობები მაინც განვავითაროთ, სადაც კაცებს პრობლემა არ აქვთ. ახლა ამ საწყალ გოგონებე ღადაობა მარტივია, რას მოვიგებთ რომ?
სიმართლის მოყვარული
01:39 19-08-2021
2
სამაგიეროდ სტატისტიკა არ გვქონია მაგალითისთვის; 18 % ბურთს ფლობდნენ ჩვენი გოგოები , ყოჩაღ!
ილიავარ...
00:17 19-08-2021
0

სიახლეები პოპულარული