თურქული გამოცემა sabah-ის ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვის შეძენა "ტრაბზონსპორს" სურს.
შავიზღვისპირელებმა სუპერ ლიგის გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს და თუ ევროპა ლიგის "პლეი-ოფში" "რომას" ვერ აჯობეს(პირველი მატჩი იტალიელებმა გასვლაზე 2:1 მოიგეს), კონფერენს ლიგაზე იასპარეზებენ.
გუნდში მარცხენა მცველი პოზიციაზე 32 წლის ისმაილ კოიბაში გამოდის, რომლის თამაშით "ტრაბზონსპორის" ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულიც არაა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს აზაროვის შეძენა.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ "ტრაბოზნსპორს" ქართველის ხელში ჩაგდება ადვილად არ გამოუვა, რადგან ირაკლის შეძენა ბევრ კლუბს სურს.
ბათუმის "დინამოში" კი მოთამაშის
შუა სეზონში გასხვისების იდეა არ მოსწონთ... თუმცა, თუ საინტერესო წინადადება იქნა, შესაძლოა, 19 წლის ფეხბურთელი ძლიერ ევროპულ ლიგაში ვიხილოთ.