"ტრაბზონსპორი" კიდევ ერთი ქართველით ინტერესდება - თურქეთში ტრანსფერები გრძელდება

AutoSharing Option
თურქეთში სატრანსფერო სეზონი 8 სექტემბერს იხურება, იქაური "ტრაბზონსპორი" კი მარცხენა ფლანგის ქართველი ფეხბურთელით გაძლიერება სერიოზულად მოისურვეს - Sabah-ის ცნობით, ირაკლი აზაროვის შემდეგ ისინი თბილისის "დინამოს" მცველ ლევან ხარაბაძით დაინტერესდნენ.

21 წლის ხარაბაძეს შვეიცარიულ "ციურიხში" დამკვიდრებაში ხელი ტრავმებმა შეუშალა და ის ისევ მშობლიურ "დინამოს" დაუბრუნდა.

რაც შეეხება "ტრაბზონსპორს" - გუნდი თურქეთში ჯერ კიდევ მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე სერიოზულად გაძლიერდა - მარეკ ჰამშიკი, ჟერვინიო და ბრუნო პერესი გადაიბირა.

"ტრაბზონსპორს" კონფერენს ლიგის წილისყრაში არ გაუმართლა და პლეი-ოფიდან იტალიურმა "რომამ" გამოთიშა. თურქეთის სუპერლიგაში სამი ტურის
შემდეგ ამდენივე გამარჯვება აქვს, 12 სექტემბერს კი "გალათასარაის" უმასპინძლებს.

altხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

alt"ტრაბზონსპორმა" აზაროვის სანაცვლოდ თანხა დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 2 /
რადგან ხარაბაძეს აზაროვისგან განსხვავებით ევროპიდან შემოთავაზებები არ აქვს, კარგია თუ გადავა მანდ, ძირითადში დიდი ალბათობით ითამაშებს. ტრაბზონი ასევე დიდი ალბათობით ხშირად ითამაშებს ევროტურნირებზე და თუ თავს გამოიჩენს ევროპის პერსპექტივაც გამოუჩნდება. განვითარების მეტი პერსპექტივაა თურქეთის ლიგაში და რუსეთისგან განსხვავებით საფეხბურთო მაფიოზების ხელშიც არ ჩავარდება.
არტ
11:02 02-09-2021
4
ოღონდ რუსეთში არ წახვიდეთ ბიჭებო და ტრაბზონსპორში კი არა თუ გინდა ჯანდაბასპორში წადით მეტი პერსპექტივა გექნებათ...
zura
11:56 02-09-2021
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული