საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. გიორგი ჩხაიძის გუნდი A ჯგუფში სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აიღებს, საქართველოს ნაკრები კი, პირველ მატჩს 21 სექტემბერს სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩვენს გუნდს 17 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო.
მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის გიორგი ჩხაიძის გუნდი თბილისში ემზადება. საქართველოს ქალთა ნაკრებმა
საწვრთნელი შეკრება 9 სექტემბერს დაიწყო. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შვედეთის წინააღმდეგ სათამაშოდ 22 ფეხბურთელი მოემზადება.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აიღებს, საქართველოს ნაკრები კი, პირველ მატჩს 21 სექტემბერს სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩვენს გუნდს 17 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ირლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო.
მიმდინარე წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის გიორგი ჩხაიძის გუნდი თბილისში ემზადება. საქართველოს ქალთა ნაკრებმა
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), თეონა სუხაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ეკა თაბაგარი (კოლხეთი, ხობი, საქართველო)
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ძაძუა (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მაია ბებია (ნიკე, თბილისი, საქართველო), ანი აკობიძე (ნიკე, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი, საქართველო), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ტატა მატვეევა (კრივბასი, კრივოი-როგი, უკრაინა)
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო), ეთერ სულაშვილი (გორი-იუნაიტედი, გორი, საქართველო)
შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 21 სექტემბერს გეტებორგის 'გამლა ულევის' სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
2023 წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს ავსტრალია და ახალი ზელანდია უმასპინძლებენ.
nakrebi.ge