შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
კობიაშვილის კომენტარი არაპროფესიონალირია და მდაბიო, მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ რომ არველაძეებს ხმა არ ამოუღიათ უფროსი არველაძე იყო გენ. მდივანი და ახალგაზრდა ტალანტიც არ იყო გუნდში, ამ მისამართით სწორია. პ.ს. გახარიასთან ამათი ჩახუტების გამოძახილია ახლა რომ გადაირივნენ არველაძეები მეტი არაფერი. თქვენთვის (კობიც და არველაძეებიც) შემოსავალია ფეხბურთი და თქვენი კრიტიკა ან არ კრიტიკა და მოწონება ბოლომდე გულწრფელი არ არის. იმ ხალხს უსმინეთ ვინც არანაირ კავშირში არ არის და უბრალოდ გული სტკივა ამ საცოდაობაზე.
???
13 სექტემბერი 2021 23:51
0
აი ერთი და იგივე პონტია ყველაფერში... ყველა ვინც ოცნებას არ ეთანხმება ცუდი ტიპია! არა აქვ მნიშვნელობა საკითხი პოლიტიკურია თუ გარტყმაში არაა პოლიტიკასთან...
ziz
13 სექტემბერი 2021 15:54
6
შოთი ამ მომენტისათვის ჩემი რჩევა იქნება თავი შეიკავო რომც შემოგთავაზონ ნაკრების მწვრთნელობა,მენტალურად ამ თაობასთან არაფერი გამოგივა(ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ) მეორეც ამ სისტემასთან აზრი არ აქვს არაფერს ეს შენს ქვეტექსტშიც ჩანს რომ ამბობ რაზეც უნდა დაშენდეს ინფრასტრუქტურაცო. და მესამე ქართველი კაცის უმეტესობის მახასიათებელი თვისება (სამწუხაროდ) მოდი შოთის ვინც გოდებს პირველი ის გესვრის ტალახს...
ავჭალიდან
13 სექტემბერი 2021 15:49
9
ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას ეკუთვნის ეს ნაკრები არააქ მნიშვნელობა პოლიტიკურ პარტიას მახინჯებ..! მითუმეტეს ნაკრების ყოფილ და მოქმედ ფეღბურთელებს! და საერთოდაც ვეტერანი ფეღბურთელები რაც უფრო ხმას ამოიღებენ მით უკეთესი ქართული ფეღბურთისთვის
!!!! კიდე შოთა თუ პროფესორი არაა აბა მუჯირია ტუ ბლუკუნა იაშვილი პროფესორი? კუჭავა მოიკითხეთ ტორპედოს ფანი
beqa
13 სექტემბერი 2021 16:52
6
შოთა არ იყო, ნაკრები როცა განწირული იყო, პირველი ის აიტკივებდა ფეხს და მეორე დღეს აიაქსში თამაშობდა ძირითადში. ესეც გვახსოვს....პირველმა მან ,,დანერგა" კლუბის და პირადი ინტერესების ეროვნულ ნაკრებზე წინ დაყენება
kargi ra
13 სექტემბერი 2021 15:10
21
დაიწყო ეხლა ქოცური გაპრავება.არველაძეები კაცურადაც,ადამიანურადაც და სხვა ყოველმხრივ სჯობიან როგორც კობიაშვილს( აღარაფერს ვამბობ როგორც ფეხბურთელები ხომ ასჯერ უკეთესი სპორტსმენები იყვნენ) ასევე მის დამქაშებს რომლებსაც საქართველო მეწველი ძროხა ჰგონიათ.
მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს და არა მარტო ფეხბურთის გამო.უმუშევარ სანიოლსაც ეშველება და ეს ქინძებიც ბიუჯეტის ფულით გაგრიალდებიან საქართველოდან.
ჟორიკა
13 სექტემბერი 2021 21:46
7
შოთა ევროპულ ფეხბურთში ძალა იყო და ძალიან მაგარი იყო ,მაგრამ ნაკრებში რაც იყო ყველას კარგად უნდა ახსოვდეს ,კობი და იაშკაც ყოველთვის ჯიგრები იყვნენ ,ნუ დაჭამეთ ეხლა ერთმანეთი, მთავარია ადამიანობა შევინარჩუნოთ ,თუარა სხა მეორეხარისხოვანია ყველაფერი.
დევკალიონი
13 სექტემბერი 2021 15:36
8
სახრავი დევს ძმაო სასწორზე
Giusha3232
13 სექტემბერი 2021 15:53
3
ამ კონკრეტულ შემთხვევაში შოთას მხარეზე ვარ. კობი ცდილობს პასუხისმგებლობას აარიდოს თავი და ამწვავებს ურთიერთობებს. ორ სავარძელში მოკალათებული და არცერთ სავარძელში პასუხს არაფერზე აგებს.
გია
14 სექტემბერი 2021 19:20
0
მართალია ეს კაცი, ფეხბურთი ერთი ადამიანით არ იწყება და არც მთავრდება, ფეხბურთი იწყება დიდი ფულით და მერე ამ ფულის სწორად გამოყენებით, აკადემიები, სტადიონები, საერთოდ საფეხბურთო ინფრასტრუკტურა, შვეიცარია უმდიდრესი ქვეყანაა და მხოლოდ რამოდენიმე წელია რაც კარგი მიღწევები აქვს ნაკრებს.
ფეხბურთი
13 სექტემბერი 2021 19:02
2
ეს ორი მათ ურთიერთობას როგორმე მოაგვარებენ, ეგ არაფერი, მაგრამ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს რა ეშველება?! ესაა უდუდესი პრობლემა,ხოლო მაგ ორის პიროვნული დაპირისპირება ცხოვრების წვრილმანია დაახლოებიტ ისეთი იყო და არა იყო რაო.მე ის უფრო მაინტერესებს ამ ორიდან რომელს აქვს გამზადებული ეროვნული ნაკრების კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა? თქვენ ჟურნალისტებმა კითხეთ აბა ორივეს
lado
13 სექტემბერი 2021 17:11
2
რა გეგმა ხუმრობ? ერთმა მეორეს-აჰა ნაკრები,იქნებ რამენაირად დაქოქოო და მეორემ-თავი გამანებეთ,მეყო რაც ფეხბურთელობის დროს მაგინესო.
კიდე ერთია-უბანში თამაშის დროს ყველას ეყოლებოდა ისეთი მეტიქეები "გვერდით კორპუსი" ან ქუჩა- რომელსაც სულ უგებდნენ, ან რომელსაც ვერ უგებდნენ..ანუ თამაშის ცოდნაა. ივარჯიშონო რო ყვირიან-გეგონება მეტოქეები არ ვარჯიშობენ-ისინიც ვარჯიშობენ და ვერ ვეწევით..უნდა დავიკიდოთ-ესაა მწარე სიმართლე(ბავშვები მაინც არ ვატაროთ თამაშებზე)
Levani
13 სექტემბერი 2021 17:55
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული