შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
არ გიხდებათ მსგავსი კამათი... აიღეთ მაგალითი ლეგენდარული ალექსანდრე ჩივაძისგან. შესანიშნავი კომენტარი გააკეთა საზ-მაუწყებლის ეთერში. სამართლიანი, სწორი და კორექტული...
tngh
13 სექტემბერი 2021 17:04
2
შოთი, ეს სხვა საუბარია და რაც აქამდე ილაპარაკე ის სულ სხვა. დისკუსია კაი ხანია გასახსნელია და გზებიც საძიებელი, მაგრამრომ იძახი ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებო, ხომ გაგიგია როგორც მიუწყავ, ისევე მოგეწყვებაო. არაა ეხლა ის დრო თქვენ ერთმანეთში დაძაბულობა გქონდეთ, უნდა გაერთიანდეთ, გამოცდილებაც გაუზიაროთ ეხლანდელ და მომავალ თაობას, რა ხდებიდა ცუდი თქვენი ნაკრების დროს იგივე რომ არ განმეორდეს და როგორ ახერხებდით იგივე ბულგარეთთან აქ მოგებას და ფრანგებთან, იტალიასთან არ წაგებას. გამოსავალიც ერთად უნდა იპოვოთ და ვიპოვნოთ ამ მდგომარეობიდან.
QT
13 სექტემბერი 2021 17:04
12
შოთი ერთად რატომ არ იკრიბებით თქვენი თაობის წარმომადგენლები და არ აყალიბებთ ერთიან აზრს და გასაკეთებელ საქმეს ქართულ ფეხბურთში!? სად არიან შენთან ერთად მოთამაშე ბიჭები? რატომ არიან გაჩუმებული? აგერ ცხადაძე, ქეცბაია, ნემსაძე, ქინქლაძე, ჯამარაული. შენი ძმები აჩი და რევაზი! ერთად გამოდით და თქვით ჩამოყალიბებული სათქმელი ქართულ ფეხბურთზე!
მწვრთვნელი
13 სექტემბერი 2021 16:53
1
ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას ეკუთვნის ეს ნაკრები არააქ მნიშვნელობა პოლიტიკურ პარტიას მახინჯებ..! მითუმეტეს ნაკრების ყოფილ და მოქმედ ფეღბურთელებს! და საერთოდაც ვეტერანი ფეღბურთელები რაც უფრო ხმას ამოიღებენ მით უკეთესი ქართული ფეღბურთისთვის
!!!! კიდე შოთა თუ პროფესორი არაა აბა მუჯირია ტუ ბლუკუნა იაშვილი პროფესორი? კუჭავა მოიკითხეთ ტორპედოს ფანი
beqa
13 სექტემბერი 2021 16:52
6
არ გიხდებათ ასე….ორივეს დიდი პატივისცემა…
Aleksandre
13 სექტემბერი 2021 16:52
5
მალე უნდა შველა საქმეს.დარჩენილ სამ თამაშში მაქსიმუმ ბერძნებს ან შვედებს გავუფუჭებთ საქმეს და მორჩება. მერე ახალ შესარჩევში ისევ ამ დღეში ვიქნებით. ბევრი რამაა შესაცვლელი!!
ცეზარ
13 სექტემბერი 2021 16:48
0
სულ მესმის ჩვენ გყავს თაობა რომელსაც სჭირდება კარგი მწვრთნელი სამწუხაროდ მწვრთნელი და ფედერაცია ვერ შველიადამიანის მენტალიტეტს ჩვენ კარგი თაობა გვყავდა 10 წლის წინაც მეტი თუ არაა არანაკლებ ამათზე ნიჭიერები ვინც ახლა გყავს ახლა თუ 5 გვარს ვამბობთ კვარაცხელია მიქაუტაძე წიტეიშვილი ჩაკვეტაძე კიტეიშვილი იმ 10 წლის წინ და 9 წლის წინ ჩვენ გყავდა იგივე 18-19 20 წლის ოქრიაშვილი,თარგამაძე,ჭანტურია, ყაზაიშვილი, ანანიძე, ყენია, კვირკველია,მჭედლიძე მაგრამ ვერც ერთმა ვერ ითამაშა მაღალ დონეზე როცა შეეძლოთ და ქონდათ ამის პოტენციალი და დღეს ბევრი საერთოდ აღარ თამაშობს ფეხბურთს ზოგმა ტრამვების გამო ზოგმა არაპროფესიონალიზმის და სიზარმაცის გამო პროფესიონალიზმი გვაკლია თუ ეს ფეხბურთელები თავის კარიერას პროფესიონალურად და სწორად არ მიუდგებიან ისევე დაიკარგებიან როგორც დაიკარგა ის 10 წლის წინანდელი თაობა და აქ მთავარი არის ფეხბურთელები ნაკრებში მოედანზე გადიან ფეხბურთელები და არაა მწვრთნელი და ფედერაცის პრეზიდენტი თუ ნაკრებში გყავს დაბალი კლასის ფეხბურთელები გინდა გვარდიოლა დაუნიშნე მაინც არაფერი გამოვა.
გელა
13 სექტემბერი 2021 16:20
2
შოთამ რადგან იცოდა რომ ამ კონტინგენტით ვერაფერს მიაღწევდა -თავისით თქვა,თავს საგინებლად არ გავიხდიო.ასე არ იყო?
ფედერაცია გასაკრიტიკებელი კი არა მეტია,იმითვის რო შეიყუჟნენ და თავის თავზე მოირგეს ყველაფერი.
ან კობიაშვილი პარლამენტში რა ჩემ ფეხებად მინდა თუ ერთი სიტყვა ვერ შეჰბედა-მაკედონიასთან 5-10 ათასი კავი დაეშვათ.
კიდევ ბევრი რამეა,მაგრამ შოთას მართლა არა აქვს ხმა ამოსაღები-იმიტომ რომ პორადად მას შესთავაზე შველა და უარი გვითხრა(იცოდა ვერ გვიშველის ვერც შოთა და ვერც ვაჟა-აკაკი-ილია:)
რეზის ბიჭი არ დაუიგნორებიათ და ხან ახალგაზრდულში და ხან ეროვნულში ათამაშეს-მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა(რა,არ იცოდნენ ბიძებმა რო არ იყო ნაკრების დონის?) ახლა დაათრევენ ხან თავიანთ გუნდში და ხან სხვაგან,მაგრამ სამწუხაროდ ბიძებზე მეტად მამას გავს(რეზი ფეხბურთელს არ ვერჩი,მაგრამ ძმები ჯობდნენ)
ცხადაძეს რაც შეეხება-კობიმ უთხრა,ხელფასს დაგიკლებ და პრემიას მოგიმატებო-ამაზე ახტა და დახტა,ანუ ხელფასი უნდოდა გარანტირებული ჩვენი გადახდილი ფულით-სწორედ ბიუჯეტიდან და თამაშებს მოიგებდა თუ არა ფეხებზე ეკიდა. რამ მწვრთნელიცაა გუშინ დავინახეთ თელავთან..ესეც ხო ნეფთჩი და ჭაბურღილსფორი არ იყო?
და რაც შეეხება რეზის ეპოქას ფესერაციაში-სამივე ძმა რო იყო მომჯდარი ფეხბურთს წურბელებივით-მაშინ რა გააკეთეს პოზიტიური?
მაგათ დროს გაკეთებულ სფფს აკადემიას ამდენი წელია ერთი ფეხბურთელი არ გაუზრდია-აქ კიდე ფიფიას აგინებთ,რომელიც რო არ იყოს გოგიტა გოგუას და ხუბუტიას გამოძახება მოგვიწევდა.
ეს ისე შოთიმ რო იცოდეს,კობიაშვილის ფესერაცია კიდე არანაკლებია- იმიტო რო შეიყუჟნენ და დაავიწყდათ რო ფეხბურთი მაგათი პირადი საკუთრება არაა
Levani
13 სექტემბერი 2021 16:04
16
ლევან შენ ფაქტია ფედერაციის ხელის ბიჭიხარ და სასწრაფოდ გითხრეს დაგეწერე ეს სისულელე,დავიწყოთ იქიდან რომ დაათრევენ რას ნიშნავს თუ ეტყვი ამას პირში? შოთის რა შესთავაზეს და რაზე თქვა უარი რა იცი თუ ესწრებოდი შეხვედრას?ისე მაგრად მაინტერესებს ფედერაციის შაუტიანი ტროლი რომ ხარ არ გიტყდება?თუ ვინმე გყავს ახლობელ მეგობარი როგორ უნდა უთხრა შენ ტროლობაზე
levani-s
13 სექტემბერი 2021 20:38
1
მე დიდი ხანია უკვე ფეხბურთელებთან მაქვს ყველაზე დიდი პრეტენზია ვიდრე სხვა ყველა დანარჩენთან ფეხბურთელი რომ ბურთს ვერ აჩერებს ფეხბურთელი რომ ვერ დარბის პასს ვერ აკეთებს არ იხსნება და ელემეტარულად მედანზე დასეირნობას და საერთოდ არ იბრძვის არანაირი მოტივაცია არანაირი ბრძოლა ჟინი ნება მოგების ესაა პრობლემაა და პლიუს ის რაც ხდება შეკრებებზე საქართველოს ნაკრების შეკრება მოახლოვდება და ძალიან ბევრს მაშინ ეწყება ტრამვები პრობლემები ზოგიერთს მართაც რომ ეზარება ნაკრებში ჩამოსვლა ძალიან ფეხბურთელი სამწუხაროდ ცდილობს რომ თავი აარიდოს ნაკრებს ეს ხომ არის ფაქტი აი ასეთ გუნდს ვინც გინდა ის დაუნიშნე რა აზრი აქვს როცა ფეხბურთელები ასე იქნცევიან ან ელემტარულად ფეხბურთის თამაში არ იციან იმათ ვინ უშველის?? ჩვენი ნაკრები არის დაბალი კლასის არამხოლოდ სათამაშო კომპონენტში არამედ დაბალი პროფესიონალიზმის კომპონენტშიც.
გელა
13 სექტემბერი 2021 16:04
2
როდესაც დღევანდელი ფეხბურთელები,სკოლაში სწავლობდნენ,სკოლაში პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე საუბრები,ფაქტობრივად აკრძალეს.სამაგიეროდ ასწავლეს,რომ როცა ტრანსპორტში ხანდაზმული ადამიანი,ან ორსული ქალი ამოვა და დასაჯდომი ადგილი არ ექნება,შენ ფეხზე არ უნდა წამოუდგე,რადგან ეს ადგილი შენ გეკუთვნის,რომ სამშობლოს დაცვა,მხოლოდ კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცის მოვალეობაა და შენ ომის დროსაც კი,თავისუფლად შეგიძლია იგრიალო.რომ ამერიკის თუ ევროპის ინტერესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე საქართველოსი და დღესაც,დუტა სხირტლაძის "პატარების დიდ შოუში",პატარა ბიჭუნა დიდი პათოსით გაჰყვირის,გაუმარჯოს ამერიკას.სამშობლოს წინაშე არავინ არაფრის ვალდებული არ ყოფილა,მთავარი ფულია თურმე და რა ნამუსით უნდა მოვთხოვოთ ამ ბიჭებს,ნაკრებში ფეხების მტვრევა?კი,უნდა დაიმტვრიონ კიდეც და თავიც დადონ მოედანზე,მაგრამ ამას ჩვენ მოვითხოვთ,გულშემატკივრები,რომლებსაც პირბადის ტარებაც კი არ გვსურს,სხვების სიცოცხლის გადასარჩენად.სამშობლოს შემოსავლის მიხედვით რომ გაზომავ,იქ მთავრდება ყველაფერი და აქ,ამ ჩვენგან გალანძღულ ფეხბურთელებზე ბევრად წინ,არც ჩვენ ვართ,ისინი,მათგან რომ მოვითხოვთ თავდადებას.რაც ერი,ის მღვდელიო.უმეცარს, თავი პროფესორი ჰგონია და მართლაც პროფესორს მიმართავს,მოიცა,რას პრაფესორობო.შოთა არველაძეს არ ამოეღება ხმა და ჩვენ მასზე მეტი ვიცით?უკვე რამდენი წელია,ამ საიტზე ვწერ პოსტებს,ვდაობთ ერთმანეთთან,მაგრამ ხეირი?ვინც რაღაცა მართლაც იცის,იმას კი,შენ ხმა არ ამოიღოვო.აი სწორედ ამიტომ ვართ იქ,სადაც ვართ და კიდევ დიდხანს ვიქნებით,თუ ასევე გავაგრძელებთ.ორ დღეში და ორ წელში,პრობლემას არაფერი ეშველება,ჯერ დიაგნოზია დასასმელი ზუსტად და უკვე შემდეგ,მკურნალობის გზების ძიება.მძიმე ავადმყოფთან კონსილიუმი იმართება ხოლმე,"პრაფესორების"მონაწილეობით,ისინი სვამენ ერთობლივ დიაგნოზს და მკურნალობის გზებს ადგენენ.სხვა შემთხვევაში ავადმყოფი დაიღუპება.ქართული ფეხბურთიც დიდი ხანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და სწორედ ის 250 მილიონია ის ჟანგბადი,ჯერ კიდევ რომ აცოცხლებს მას.ახლა კონსილიუმის დროა,"პროფესორების "მონაწილეობით,რომ ის სიცოცხლისაკენ გამოვახედოთ და შოთამ სწორედ მასში სხვა პროფესორების ჩაბმა სცადა და ამიტომ პირში ბურთი უნდა ჩავჩაროთ?!უნდა შეიქმნას ფეხბურთის განვითარების პროგრამა,რამდენიმე წელზე გაწერილი,აწონილ დაწონილი და შემდეგ მოხდეს მისი განხორციელება.სხვანაირად პერსპექტივა არასოდეს გაგვიჩნდება და მუდამ ერთ-ორ ნიჭიერ ფეხბურთელზე იქნება ნაკრების თამაში დამოკიდებული.ეს დამოკიდებულება კი,არაფრის მომტანია და ვერასოდეს მივაღწევთ,სტაბილურ წარმატებას.
სოსო
13 სექტემბერი 2021 17:28
2
აი ერთი და იგივე პონტია ყველაფერში... ყველა ვინც ოცნებას არ ეთანხმება ცუდი ტიპია! არა აქვ მნიშვნელობა საკითხი პოლიტიკურია თუ გარტყმაში არაა პოლიტიკასთან...
ziz
13 სექტემბერი 2021 15:54
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული