შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
ეხ შოთი რა გიკვირს ამათგან დეხბურთელებს მიადგა და უკანასკნელივით ლანძღავს კობიაშვილი,სავარაუდოდ ცოლმა ასე ასწავლა,იმაზე არაფერს იძახის ბათუმიდან თავის ნათლული გამოაძახებინა და ათამაშა კიდევაც,არც ხიზანიშვილი ჩამორჩა და თავის ნათლულიც შემატა ნაკრებს,რაც ითამაშეს ამ ორმა ყველამ ნახა,აქ ვიღაც ხელის ბიჭს ვასილს აწერინებენ ვინ არის კობიაშვილზე უკეთესიო? ვინ არის და ნებისმიერი ქუჩაში მოსიარულე,ფედერაციიდან და პარლამენტიდან საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებებს იღებს, პროფესორად მოიხსენია შოთი დამცინავი ფორმით,პროფესორის მნიშვნელობა თუ იცის საერთოდ კობიაშვილმა?საიდან ეცოდინება ოჯახში სადაც იზრდებოდა განათლების მნიშვნელობა არც კი იცოდნენ,ფეხბურთელებს როგორ შეაწმინდა ხელი ამ უტიფარმა?
სიმართლე
13 სექტემბერი 2021 15:22
8
პირველ ნაწილში გეთანხმები, ოჯახის აუგად მოხსენიება მიუღებელია, გეტყობა მაგარი აკრეფილი ხარ, მაგრამ მაინც
........
13 სექტემბერი 2021 16:06
5
შოთა არის ალბათ ყველა დროის ყველაზე ღირსეული ქართველი ფეხბურთელი და არველაძეები ზოგადად, ამ ადამიანს ნამდვილად შესტკივა გული იმაზე რაც ხდება დღევანდელ ქართულ ფეხბურთში და პრეტენზია რო გამოთქვას მარტო ამისი კი არა ყველას ვალდებულებაა მაგრამ დუმს ყველა და თუ არ აკრიტიკე ისეთი ერი ვართ შეფხიზლება სულ გვჭირდება. ამოიღონ ხმა სხვებმაც, მოედნები არ შველის მარტო, სადაც ვიყავით ისევ იქ ვართ, სომხეთმა ჩაგვიქროლა უკვე ქორივით და შოთას რო გული შესტკივა ჩვენ პროგრესზე საერთოდ არ მიკვირს. მოდი რა ერთ საქმეს მიხედე რა, გლდანის ინფრასტრუქტურა თორე ეხა ძაან არ ადარდებდეს რა.
AAA
13 სექტემბერი 2021 15:18
10
ჩემი აზრით, შოთას კრიტიკა სამართლიანია. სავალალო სიტუაციაა ფეხბურთის ყველა იერარქიულ რგოლში, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტამდე და იმედიც თითქოს გადაწურულია ჯერჯერობით.
Ramaz
13 სექტემბერი 2021 15:11
7
კობიაშვილი რა პიროვნებაც არის ცხადაძესთან ურთიერთობაში გამოჩნდა მოსვლისთანავე.
ცხადაძის გაგდებით უკეთესი რომ მოეყვანა კიდევ დახუჭავდა კაცი თვალს. რას დაამგვანეს ქართული ფეხბურთი ამან, მისმა უწიგნურმა გუნდმა და იმან ზემოთ რომ ყავს გლავარი
las
13 სექტემბერი 2021 15:10
10
შოთა არ იყო, ნაკრები როცა განწირული იყო, პირველი ის აიტკივებდა ფეხს და მეორე დღეს აიაქსში თამაშობდა ძირითადში. ესეც გვახსოვს....პირველმა მან ,,დანერგა" კლუბის და პირადი ინტერესების ეროვნულ ნაკრებზე წინ დაყენება
kargi ra
13 სექტემბერი 2021 15:10
21
აი ასეა რა,ასეთი უვარგისები რომ გავხდით.სხვების კრიტიკაში რომ ვართ სულ და ჩვენსასაც რმო არ ვაფასებთ მაგიტომაც არ ომვიდა ეს კაცი ნაკრებში.იცის ხალხის ფსიქოლოგია და მაგიტომ,რასიც სრულიად ვამართლებ და იმის ღირსებიც კი არ ხართ ამ კაცმა თავისი შეფასება რომ გააკეთოს ზოგადად ფეხბურთზე.
გეგი
13 სექტემბერი 2021 15:00
5
ვეთანხმები შოთას ამ შემთხვევაში, მათ შორის ასევე კაცობაში; შოთა, მისი და დამსახურების გამო, არ იმსახურებს ასეთ მიმართვას არავისგან ქართულ ფეხბურთზე საუბრისას სულ რომ სისულელე ილაპარაკოს. სირცხვილი კობიაშვილს.

ისევე როგორც არც კობიაშვილი იმსახურებს, მაგრამ შოთას პასუხი არის ზომიერი, გაწონასწორებული და მართალი!


შოთა 3 : 0 კობიაშვილი
არველაძე 3 : 0 კობიაშვილი
13 სექტემბერი 2021 14:59
11
რათქმაუნდა პირველ რიგში თქვენ უნდა თქვათ და ისიც უნდა თქვა შოთა, რო ეს ფედერაცია არ მუშაობს შესაბამისად და დაცალონ იქაურობა, მეგობარია თუ ვინცა სათქმელი უნდა თქვას ყველამ
გოგა
13 სექტემბერი 2021 14:40
2
რა თქმა უნდა გაღიზიანდებოდნენ, არიან თბილად და გემრიელად მომჯდარი ბიჭები და უნდათ მაგათ ისეთმა ავტორიტეტმა, როგორიც შოთაა თავის საქმეში, კრიტიკული აზრი გამოთქვას? ერთი რამე მართალია, მოსწონთ თუ არა შოთას ეკუთვნის აზრის გამოთქმა და კეთილი ინებონ და აიტანონ. შედეგზე, რაც გვაქვს ფედერაციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ვერ გაექცევა.
lexa
13 სექტემბერი 2021 14:37
8
Esets kai tsotoria ra, rotsa shestavazes nakrebis mtsvrneloba uari ganacxada, kritika yvelas sheudzlia, saqmis keteba ki aravis!
Valodia
13 სექტემბერი 2021 14:32
38
ესეიგი რადგან მწვრთნელი არ გახდა ამიტო აზრიც არუნდა გამოხატოს ამხელა დამსახურების კაცმა?
გავაშა
13 სექტემბერი 2021 14:53
2
შიდა სამზარეულო რომ,იცნობს კარგად,ცის,რა ხდება,ვინ და როგორ წყვეტს ნაკრებში საკითხებს ის რომ,იცის ზუსტად იქნებ,ამის გამო თქვა ზუსტად უარი?
ანდრია
13 სექტემბერი 2021 14:48
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული