U17. 0:13 - საქართველოს ქალთა ნაკრები კოსოვოსთან განადგურდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგში ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვოსთან 0:13 დამარცხდა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:4 წააგო, მეორე ტაიმში კი მეტოქის უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა და ეს შედეგზეც აისახა.

კოსოვო - საქართველო 13:0
გოლები: 1:0 დელია (19), 2:0 გიონბალაი (21), 3:0 დელია (35), 4:0 ალია (45+1), 5:0 ალია (50), 6:0 გაში (55), 7:0 ა. რაცაი (62), 8:0 ალია (66), 9:0 ა. რაცაი (70), 10:0 გაში (82), 11:0 გაში (85), 12:0 ა. რაცაი (88), 13:0 შაბანი (90+2)

​საქართველო: ხუცურაული,
აბულაძე (ხუციშვილი 46), ბერიძე (ჩიქოვანი 74), ბუხრიკიძე, დიასამიძე, ენჯიბაძე, გაზდელიანი (მანუჩარიშვილი 46), ჯგუშია, კანკია (მანაგაძე 46), კევლიშვილი, პავლიაშვილი

27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს, 30 სექტემბერს კი ბელარუსს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
სანამ ნაკრების მაისურს ჩააცმევთ ჯერ ბურთი დაანახეთ. როცა ჩადიხართ სეჯიბრებაზე ჯერ დაფიქრდით რა მიზნითმიდიხართ. ფიქრი აუცილებელია.
დაT
19:38 25-09-2021
0
კაცების თავსატკივარი არ გვყოფნიდა და ეხლა დედაკაცების თავისტკივილიც დაემატა!!! ან უკეთ მოემზადეთ ან თავი შეიკავეთ! გიბრალტარის დონეზეც კი არ ვართ!
Vasili
12:57 25-09-2021
0

სიახლეები პოპულარული