თეა წულუკიანი "ლანჩხუთს" შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა

AutoSharing Option
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესთან და ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ შეხვდა.

მინისტრმა ქალი ფეხბურთელებისგან გუნდის საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. თეა წულუკიანმა გუნდის წევრებს უახლოეს ერთ თვეში სამუშაო შეხვედრა შესთავაზა, რათა მოხდეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია სამინისტროს ქალი
ფეხბურთელებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ აქტიურად მონაწილეობს ქალთა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც 2016 წლიდან ტარდება. 2016 წელს გუნდმა მოცემულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, 2017 წელს - მესამე ადგილი, 2018 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 წელს - ჩემპიონი.

მინისტრმა ფეხბურთის აკადემიის ახლად რეაბილიტირებული შენობაც დაათვალიერა და მის საქმიანობას გაეცნო. სპორტული კომპლექსი ფეხბურთში მხოლოდ ვაჟებს ავარჯიშებს მთელი რეგიონიდან. ამასთან, კომპლექსის ინფრასტრუქტურა საცხოვრებლადაც არის მოწყობილი და შესაბამისად, ერთდროულად 46 ახალგაზრდას შეუძლია კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოს მოცემული სერვისი. ამჟამად ფეხბურთის აკადემიის ბაზაზე 23 ვაჟი ცხოვრობს და ვარჯიშობს.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარაზმია უკვე
beqa
20:05 28-09-2021
5
Kochag da didi madloba durus, gurias kalta gundis presidents, gaceuli amagistvis
Goga
10:52 22-11-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული