ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
ჩვენი სამწუხარო მენტალიტეტიდან გამომდინარე ლანძღვის, შეურაცყოფის, კბილების კრეჭვის და ღრღენის გარეშე ვერანაირად ვერ ჩაივლის თუნდაც ყოვლად უწყინარი გამოკითხვა, აზრის გამოთქმა, აი მაგალითად, თუ ვიტყვი რომ კალაძეს ამ რჩეულებში არაფერი ესაქმება (საქართველოსთვის 2 მამალი ავტოგოლი კი მწარედ მახსოვს და სხვა არაფერი) აბა ბოტ-ქარხანა აამუშავე კონვეირი ! ვაი ჩვენს პატრონს, ესაა ქვეყანა ტო ?
აქ რა მოსატანია და ამას წინათ ძველი კლასელი შემხვდა : როგორა ხარ შე ჩემაო მეკითხება ? კინაღამ დავკარგე თავდაჭერა რა შეჩემა შენი უზრდელი დედათქო! აღარ ვუთხარი, დედა გარდაცვლია, მაგრამ...... ეეეხ, ზრდილობა და გაზრდილობა თუ ბავშვობიდან არ მოგყვა არ გეშველება არაფერი.
ვახსიმონტო
25 იანვარი 2024 15:42
5
ნეტა ეს გუნდი გვყავდეს ეხლაა ...
ehhhhh
18 იანვარი 2022 14:02
1
ზოგიერთის საყურადღებოდ. ბორის პაიჭაძეს აქვს მიღწევა რომელიც არც ერთ სხვა ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია. 80-იანებში ერთი ცნობილი მოსკოველი საფერხბურთო ჟურნალისტის კარგი წიგნი წავიკითხე ფეხბურთზე. მთელი თავი პაიჭაძეს ეძღვნებოდა (სხვათაშორის დეტალურად ადარებდა უფრო ახალგაზრდა ტაობის ფეხბურთელის ედუარდ სტრელცოვის თამაშს, ყველა დროის საუკეტესო რუსი ფეხბურთელს). მოკლედ რომ გადმოვცე მთავარი იდეა ის იყო რომ პაიჭაძემ შექმნა საბჭოთა ფეხბურთში ახალი ამპლუაო ე.წ. 'მოხეტიალე ფორვარდის' ამპლუაო. ვერც ყიფიანი, ვერც მესხი ან მეტრეველი რა დიდი მიჭწევებიც არ ჰქონდათ ტავის 'ამმპლუაში' ანუ პოზიციაზე ახალი ამპლუა არ შეუქმნიათ. ამიტომ მე პირადად პაიჭაძე ყველა დროსი ყველზე დიდ ქართველ ფეხბურთელად მიმაჩნია.
გიორგი
18 იანვარი 2022 16:40
3
ოოო, კავაზაშვილი არ დაგავიწყდეთ
ქობულეთიდან
26 ოქტომბერი 2021 17:01
2
იდეალური ნაკრებია
შაკო
26 ოქტომბერი 2021 16:14
5
ეს ინფორმაცია მეორედ ქვეყნდება, მაგრამ 90 კომენტარიდან ვერავინ ვერ გაიხსენა "ფეხბურთის მეფედ" პელეს აღიარების შემდეგ ალფ რამსეის მიერ "ფეხბურთის პრინცად" წოდებული კახი ასათიანი!
ვაჟა მასწავლებელი
18 იანვარი 2022 18:48
4
ჯერ წაიკითხეთ, ეს საქართველოს შედგენილი არარის, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ნაკრებები შედგა...

შევეშვათ პოლიტიკას და ვილაპარაკოთ ფეხბურთზე, რაც გვინახავს და რაც გადმოცემით ვიცით.
1. პირველი რაც მართლა მიკვირს, არველაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი??
2. ქინქლაძის თამაშმა შეუძლებელია აღტაცებაში არმოგიყვანოს, მაგრამ მის პოზიციაზე დავით ყიფიანი დგას და ვფიქრობ არალოგიკური იქნება მისი გიოთი ჩანაცვლება. უდიდესი ნიჭი ჰქონდა და ბოლომდე რომ გამოეყენებინა შეიძლებოდა ყველა დროის საუკეთესოც გამხდარიყო, მაგრამ არა დღეს.
3. სიმართლე ვთქვა, კალაძის თამაშით აღფრთოვანებული არასდროს ვყოფილვარ და არველაძეების არიყოს, მისი საუკეთესო თამაშები კლუბში უფრო მახსოვს, მაგრამ რომ ვამბობთ არუნდა იყოს სიმბოლურშიო, უკეთესი მარცხენა მცველი ვინ გახსენდებათ?
4. შენგელიას, გუცაევს და სხვა შემტევებს რაც შეეხებათ, მესხი-მეტრეველი-პაიჭაძის სამეული დგას და რთულია რომელიმეზე იმის თქმა დაუმსახურებლად მოხვდაო..
Gio
18 იანვარი 2022 14:26
5
სიღრმისეულად ვაპროტესტებ ! ჯერ უნდა ჩაწეროთ მსოფლიო ფეხბურთის სამი უპირველესი ვარსკვლავი : კობიაშვილი, მუჯირი და იაშკა და მერე მიუწეროთ გვერდზე ყველა დანარჩენი ყარტა - ყურტა ქართველები !
დ.დ.
26 ოქტომბერი 2021 16:10
38
თქვენი ირონია გასაგებია.
!!!
26 ოქტომბერი 2021 17:24
1
ყაველაშვილი დაგავიწყდათ
ასდ
26 ოქტომბერი 2021 21:27
14
აბსოლუტურად საუკეთესო თერთმეტეული. რათქმაუნდა პაიჭაძე ლეგენდაა, მაგრამ გოლების რაოდენობითა და ტიტულებით რამაზ შენგელიაზე დიდი თავდამსხმელი ჩვენ არ გვყოლია!
Zura
25 იანვარი 2024 12:57
4
გუცაევი უნდა იყოს ამ სიაში.
misha
18 იანვარი 2022 17:27
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული