ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
Რა კახა კალაძე? Ეს ვინ შეიყვანა თერთმეტეულში? Ღადაობთ?
შოთა
26 ოქტომბერი 2021 18:01
73
პოლიტიკოს კალაძეზე ვინ რას ფიქრობს არ ვიცი, მარა უკეთესი მარცხენა მცველი საქართველოს არ ყოლია.
hhh
26 ოქტომბერი 2021 19:47
15
ამ სიებზე დიდი სისულელე ფეხბურთში არ არსებობს.
სად არის ამ სიაში გაიოზ ჯეჯელავა ან ავთანდილ ღოღობერიძე?
1964 წლის ოქროს მატჩი დათუნაშვილმა მოიგო.
სად არიან კოტრიკაძე დავით გოგია და გაბელია? შენგელია?!!!
სიჭინავა, ბარქაია, იამანიძე, გივი ნოდია, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი?!!! არ არსებობს 11 საუკეთესო.
ქ. გ.
25 იანვარი 2024 10:11
11
დიდი ფეხბურთელი და ადამიანი გივი ჩოხელი
გიო
26 ოქტომბერი 2021 16:39
0
პოლიტიკა რა შუშია კალაძეზე უკეთესი მარცხენა მცველი არ ყოლია საქართველოს, მართლაც ძნელი გასახსენებელი კახის გარდა სერიოზული წარმატების მქონე მარცხენა მცველი, აი მარჯვენა მცველებში მართლაც ცერიოზული კონკურენციაა: ძოზუაშვილი, ჩოხელი, კეტაშვილი, კოსტავა, გოჩა მაჩაიძე, თუმც რეზო სწორადაა არჩეული.
რრრ
19 იანვარი 2022 12:06
2
გადამრევს ეს ხალხი კავაზაშვილზე უკეთესი მეკარე არ გვყოლია??? კოტრიკაძე,გაბელია. თავდასხმაში შეიძლება იკამათო, მაგრამ უბედურება ისაა რომ დღეს თავდამსხმელი საერთოდ არ გვყავს
ამ კავაზაშვილს როგორც საშუალება მიეცემა ჟურნალისტებთან ინტერვიუების ქართველების ლანძღვით იწყებს და ქართველების გინებით ამთავრებს! მარტო ამიტომ არ შევიყვანდი სიაში, თუმცა მასზე უკეთესებიც გვყავდა
დავით 67
01 ნოემბერი 2021 02:42
5
როგორც მეკარე-კავაზაშვილი -საუკეთესო იყო ქართველ მეკარეებს შორის.ეტყობა არ გინახიათ მისი თამაში.2ჯერ იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე.სერგო კოტრიკაძე და გაბელია თითო ჯერ.გაბელიას თასზე პენალტი რომ არ მოეგერიებინა 1979 წელს--ვერნაირ პრიზს ვერ მიიღებდა-სასუალო იყო,სერგო ბევრად ჯობდა.
მიმინო
18 იანვარი 2022 14:07
2
რამაზ შენგელია ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი იკო და მისი არ დაკენება უსამართლობაა
uca
26 ოქტომბერი 2021 17:55
14
კალაძე იყო კარგი მცველი მაგრამ არა მაგ ლეგენდების გვერდით
ნიკა
18 იანვარი 2022 21:24
35
აბა ვის დააყენებდი მარცხენა მცველად?
ტტტ
19 იანვარი 2022 12:08
3
კავაზაშვილი ქართველია? რთული განსასაზღვრია... ვოვა გუცაევი აუცილებლად უნდა იყოს, ვიტალი დარასელიას ხსოვნას დიდ პატივს ვცემ, უნიჭიერესი იყო და დიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ... შენგელიაც ალბათ უნდა იყოს.
sul2
26 ოქტომბერი 2021 16:03
6
ძალიან ბევრი დარჩა ამ თერთმეტეულის გარეთ, მაგრამ იმასაც ვერანაირად ვერ იტყვი ამათ სჯობიან ისინი თავიანთ პიზიციაზეო. მხოლოდ კავაზაშვილს აქ რა ჯანდაბა უნდა საერთოდ? ფუ მაგის! კოტრიკაძე, გოგია, ან გაბელია უნდა იყოს, თუ არადა გვეზრდება მაგარი მეკარე და იმედია მომავალში ულაპარაკოდ ჩაჯდება ამ ლეგენდების გვერდით. სხვა ჯერ არავინ ჩანს ისეთი ეს ხალხი რომ ,,შეავიწროვოს" თავიანთ პოზიციებზ, მიუხედავად ხვიჩას დიდი სიყვარულისა და იმედისა ამ ეტაპზე მესხს ვერ ,,ამოაგდებს" სიმბოლურიდან, მერე ღმერთმა ქნას მომავალში ასე მოხდეს, ჩვენც ეგ გაგვეხარდება.
Bs
25 იანვარი 2024 11:53
4
მანუჩარზე გეთანხმები. ინტერს ყიფიანის გოლით ორ თამაშში რო მოვუგეთ თუ გახსოვს? თბილისის თამაშზე იმათმა მწვრთნელმა ყიფიანი შეაქო მაგრამ მანუჩარზე თქვა თქვენი მთავარი ძალა ეგ არისო, ჩვენს ორ ნახევარმცველს, გვარები დაასახელა, აღარ მახსოვს, სუსტები ნაღდად არ იქნებოდნენ, ეთამაშებოდაო. კიდევ მახსოვს ბულგარეთის გუნდს ვეთამაშებოდით მგონი უეფაზე. რა შედეგიც იყო ორი თამაშის ჯამში გავდიოდით და დრო იყო გასაყვანი ბულგარეთში. ესეთი რამე ნაღდად არ მინახავს რაც მანუჩარმა გააკეთა. პირადად, მარტომ, ბურთის თრევით 'ტუდა-სუდა', წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხივ, გაიყვანა დარჩენილი 20 წუთი! ბოლოს მთელი გუნდი დასდევდა))) ესეთი ბურთის ტარება უკაცრავად ყველასთან მაგრამ არ მინახავს. და ესეთი კაცი გაუშვეს ცუდად. მესხსაც რა, ქართველებმავე არ გაუკეთეს იგივე? რო გაუშვეს ხაზავდა ყველას. საბჭოთა კავშირის ყველაზე იმედის მომცემი სამი დამცველი ჰყავდა გაფუჭებული პირადად, მიშას აჩქარებებმა და მოძრაობის მიმართულებების მყისიერმა ცვლებმა მუხლები გაუნადგურა.
გიორგი
25 იანვარი 2024 17:35
0
მეტრეველს შევცვლიდი გუცაევით და არ ვარ დარწმუნებული მაგრამ მგონი მაინც მამუჩარ მაჩაიძეს ჩავსვავდი 8 ნომრად სულაქველიძის ნაცვლად. ძაან მაგარი იყო მანუჩარი, ეგოისტი იყო მაგარამ ძალიან მაგარი იყო.
დანარჩენში გეთანხმები 100 %
Q-P
25 იანვარი 2024 16:20
2
ყველა გამოხმაურება
ტერტმეტეულია და ყველა ვერ დაეტეოდა გასაგებია მაგრამ კავაზაშვილს მაკ რაუნდა
ტეტე
26 ოქტომბერი 2021 16:08
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული