ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
რაც შეეხება ციტატებს პაიჭაძეზე, კარგი იქნება მოვიტანოთ ციტატა რუმინული პრესიდან თბილისის დინამოს რუმინული ტურნეს შემდეგ, როდესაც ის "ფეხბურთის კარუზოდ" "მონათლეს". დადეთ
S.K.K.
26 იანვარი 2024 00:19
0
ყურადღება უნდა მივაქციოთ არა გუნდის მიღწევებს სადაც ფეხბურთელი თამაშობდა ( თუმცა, ესეც გასათვალისწინებელია), არამედ ფეხბურთელის თამაშს, ამ მხრივ კალაძეზე უკეთესი ბევრი მცველი გვყავდა, რომლებსაც საკუთარ კარში, მაგალითად, საქართველოს ნაკრების კარში გოლები არ გაჰქონდა -კეტაშვილი, ცხოვრებოვი, ხინჩაგაშვილი, ...
პატრიოტი
25 იანვარი 2024 14:45
12
ვეთანხმები. მესხი 6 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესო მარცხენა გარემარბად, ესეთი შედეგი სხვას არავის ჰქონია, მიუხედავად იმისა რომ სსრკს ფეხბურთის ჩინოსნები, და არა მარტო ეგენი, არ სწყალობდნენ. ბოლოს ფორმის პიკში იძულებეული გახდა თავი დაენებებინა ფეხბურთისთვის. გამოსათხოვარ თამაშში ურუგვაულ გუნდთან მისმა ბრაზილიელმა მწვრთლელმა, რომელმაც თავის დროზე ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა, რო გაიგო ფეხბურთიდან მიდისო, ეგ მიდის და დანარჩენები რჩებიანო?! ამ ფაქტს დიდი სტატიით ლევ ფილატოვი, ალბათ საუკეთესო რუსი საფეხბურთო ჟურნალისტი გამოეხმაურა. შინაარსი ის იყო რო მესხისნაირი ფეხბურთელები ფეხბურთიდან დროზე ადრე რომ მიდიან ამით თვითონ ფეხბურთი აგებსო. არგენტინული პრესა რო დაწერს არც ერთ უცხოელს რივერ-პლეიტზე ასეთი დონეზე არ უთამაშიაო, რაღა უნდა თქვა ამაზე მეტი საქებარი? მესხის ამოგდება სიმბოლურიდან შეუძლებლად მიმაჩნია. ხვიჩა ჯერ დასაწისშია კარიერის. კიდევ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი. თუმცა უკვე ცხადია რომ ძალიან მრავალმხრივია, თუნდაც მესხთან შედარებითაც არ არის შეზღუდული მხოლოდ ერთი ფუნქციით მოედანზე, მარცხენა ფლანგით. ასე რომ მოედანზე მისი გავლენა შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი ვიდრე ფეხბურთელებისა რომლებიც მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებენ თუნდაც უმაღლეს დონეზე. აქ შეიძლება იყოს მისთვის გამოსავალი ამ მიმართულებით.
გიორგი
25 იანვარი 2024 14:20
1
ვოვა ნამდვილად უნდა იყოს რაზეა საუბარი საერთოდ, არც განიხილება ეგ საკითხი. ქინქლაძე? ქინქლაძეც.
გეკა
18 იანვარი 2022 18:28
10
სტატისტიკაო ვინც გაიძახის ბიჭო მაგ სტატისტიკით იყო შენგელია პირველი 1964 წლიდან ტარდებოდა საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა და არცერთი ქართველი არიყო 14 წელი ჩაგრავდენო ვინც იტყვის იმათ გასაგონად შენგელია რატო ვერ დაჩაგრეს?იმიტორო მართლა მაგარი იყო რამაზი იყო ერის ბომბარდირი მარა არ მიკვირს არაფელი სადაც ნგრევად სტადიონს დაარქვეს მისი სახელი იქ რაღა უნდა გაგიკვირდეს.
Zaza
18 იანვარი 2022 17:39
5
დღევანდელი გადასახედიდან რომ მსჯელობთ კალაძეზე, მაგაზე კარგი ფეხბურთელები არ გვყავდა მარცხენა მცველად?ან კავაზაშვილი მერე რა რომ ქართული გვარი აქვს,ერთი თამაში ჩაუტარებია ქართულ გუნდში?ისიც გაითვალისწინეთ ღია რომ ყოფილიყო საზღვრები რამდენი ქართველი ითამაშებდა საზღვარგარეთ და როგორ განვითარდებოდა რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 2 ჯერ მომგებს რა ფეხბურთელები ყავდა მილანს ისე რომ კალაძე საკვანძო ფეხბურთელი მილანში
ჟორა
30 ოქტომბერი 2021 12:06
6
მანუჩარას სულაქველიძე სჯოიბია ? ან , ვინმე სჯობია თავის ადგილას საიმედოობით , ფიზიკური თუ ტექნიკური მონაცემებით თუ თავდადებით ჩამორჩებოდა ვინმეს? კაცი ბურთს არ კარგავდა , ვერ ართმევდნენ . მიგეცა ბურთი და ყოფილიყავი მშვიდად . მანუჩარი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ისეთ საფეხბურთო სივრცეს ქმნის და იკავებს , რომელსაც ვერავინ შეედავება .
zaza
27 იანვარი 2024 15:26
4
სამაგიერიდ მომავლის საუკეთესო 11-ული :
მეკარე და ვინმე 10 ადამიანი 90 წუთი რომ მინდორზე არ დაეცეს...
წითელიმწვანე
19 იანვარი 2022 12:24
5
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო
ფედერაციამ" (IFFHS) - ეს ამ ფედერაციის ნაკრებია, ალბათ სხვა ქვეყნების ნაკრებებიც აქვს დასხელებული .. არ მიძებნია... ყველა, ქართველი გულშემატკივრის შენიშვნა ყურდსაღებია და და ერთის მაგივრად მეორის დაყენება?.. რო დაფიქრედე, შეიძლება დაეთანხმო და სწორი იქნება... მაგრამ, ესეც რომ სწორია; ძალიან სწორად და არგუმუნტულად შერჩეულები არიან.. რა დროს ბორის პაიჭაძეაო??.. ადამიანებო! ვისაც ქართული ფეხბურთი გიყვართ;.. მე რომ ფეხბურთზე რამე გავიგე, პირველად ბორის პაიჭაძის სახელი და გვარი გავიგე და დინამოზე მთელი ჩემი ცხოვრება, ბორის პაიჭაძეზე დავდივარ (ვ.ი. ლენინს გამოვრიცხავ).. და წარმოიდგინეთ, რა ბედნიერები ვართ , რომ, რამდენი, ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელები იქ არ არიან (მაგ. გუცაევი, შენგელია, კოსტავა, მანუჩარ მაჩაიძე,..ქინქლაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...) ე.ი. რამდენი გყვავდა.. და აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ გვეყოლება.
მხოლოდ 11 კაცს ვერასოდეს ამოვარჩევთ... 
კახაკ
18 იანვარი 2022 14:55
2
გუცაევის მსგავსი ვინ გვყავდა ? ან შენგელია,ან ნოდია, ან მანუჩარი.
რის ბორია პაიჭაძე,რა დროს პაიჭაძეა.ან ანზორ კავაზაშვილი,კაცი ლამის იყო გვაგინა.
გაბელიამ და გოგიამ რაც გააკეთეს,ჩვენი ფეხბურთისათვის, ვინ აჯობებს.
ღოღობერიძე,იამანიძე.... არანაირი ყველა დროის გუნდი არ არის ორი -სამი ფეხბურთელის გარდა.
ტოტო
31 ოქტომბერი 2021 15:45
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული