ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
უკვე ვიცი, რომ ამ დღეებში ამას მოჰყვება კავაზაშვილთან ინტერვიუ რუსულ პრესაში, თვითკმაყოფილი ტექსტებით.
გოგია
25 იანვარი 2024 19:30
1
რონალდინიო აბსოლიტური ჩემპიონია როგორც ფეხბურთელი, ვირტუოზი, სიამოვნების მიმნიჭებელი, თუმცა ტიტულებით ალბათ ათეულშიც არ არის.
დათო
25 იანვარი 2024 18:41
0
რას არ გაიგებს კაცი ! თურმე გავაშელი და დათუნაშვილი უნდა ყოფილიყვნენო აქ ! და ვის მაგივრად ? ყიფიანის და პაიჭაძის მაგივრად თუ დარასელიას და ისევ პაიჭაძის ?? მე ორ შესწორებას კი შევიტანდი--კავაზაშვილის მაგივრად გაბელია ან კოტრიკაზე და კიდევ გუცაევი ! მაგრამ ვის მაგივრად უნდა დააყენო გუცაევი აქ ? რა თქმა უნდა მეტრეველის მაგრამ აქ საკითხავია ვინ უფრო ტიტულოვანია და ვის უფრო დიდი წვლილი და ამაგი აქვს ქართულ ფეხბურთზე და აქაც გუცაევი ჩემი აზრით უფრო წინაა !მართალია მეტრეველი უფრო ტიტულოვანია ორჯერ იყო სსრკ ჩემპიონი და ერთხელ ევროპის ჩემპიონი მაგრამ ევროპა და სსრკ მოიგო 1960 წელს როგორც რუსეთის ფეხბურთელმა--1964 წლამდე მოსკოვის ტორპედოში თამაშობდა გუცაევმა კი ყველა ტიტული საქართველოს სახელით მოიგო ! ნუ აქ ალბათ ეთნიკურად ქართველი ფეხბურთელები შეიყვანეს თუმცა დარასელია აფხაზი იყო
zura222
25 იანვარი 2024 14:48
8
რა შუაშია 'ეთნიკურობა'? ნაწილობრივ თვითონ დაასახელე ამის მიზეზები. მაგრამ წმინდა საფეხბურთო ტიტულებითაც სლავა მეტრეველს ვოვა გუცაევზე უფრო მაგარი შედეგები აქვს. რვაჯერ იყო საუკეთესო მარჯვენა გარემარბად დასახელებული, და მესხსაც გაუსწრო ამ მაჩვენებლით (6 ჯერ), გუცაევი მარტო 3 ჯერ იყო საუკეთესოდ დასახელებული მარჯვენა ფლანგზე.
გიორგი
25 იანვარი 2024 17:12
2
რა კავაზაშვილი? არ შეჭამეს ტვინი ამ ტვინგამორეცხილი არა ქართველით. მაგაზე უკეთესი მეკარეები გვყავდა თუნდაც შუდრა, კოტრიკაძე, გაბელია. მოაშორეთ ეგ არაკაცი ამ სიიდან
Tornike
25 იანვარი 2024 14:33
6
უნდა გაკეთებულიყო 20 და 21 საუკუნის ორი ნაკრები და გული არავის დაწყდებოდა
ქართველი
25 იანვარი 2024 14:15
1
გუცაევზე კი დავწერე რათქმაუნდა, რომ უნდა იყოს აუცილებლად. ქინქლაძეზე რათქმაუნდა გაიყოფა აზრები, მაგრამ ჩემი აზრით ალბათ კი. ღოღობერიძის თამაში მე არ მახსოვს მაგრამ დიდი დონის ლეგენდაა ცოტა რთულია მის გარეშე ამ სიმბოლურის წარმოდგენა
გეკა
18 იანვარი 2022 18:31
5
გასაგებია იდეალურს მაინც ვერ შევადგენთ, ვიღაცა მაინც გამოგვრჩება (მეოცე საუკუნეში მართლაც ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავდა). ალბათ მაინც უნდა შეფასდეს ვინ რამდენი გაიღო ფეხბურთისთვის და რა შედეგები ქონდათ. ამ მხრივ თუ შევაფასებთ კარგი იქნება. ქინქლაძე ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ იმის 10 პროცენტი გაიღო მისთვის. დიდი დიდი 2-3 წელი ჩაატარა მაღალ დონეზე, თანაც არასტაბილურად. ასევე ითქმის მიშა მესხზე (უმცროსი).
გია
27 ოქტომბერი 2021 14:46
0
ვისდა შენგელიას.
zaza
26 ოქტომბერი 2021 17:01
6
ამ ანზორ კავაზაშვილს მარტო სახელი და გვარი აქვს ქართული?! არც ქართული იცის!!!და არასოდეს არცერთ ქართულ კლუბში არ უთამაშია!!!!
დავით
26 იანვარი 2024 12:23
2
კავაზაშვილი,თეთრაძე,დემეტრაძე ეთნიკურად ქართველები არ არიან.მხოლოდ გვარი აქვთ ქართული
თამაზ
31 იანვარი 2024 10:29
0
კავაზაშვილი ეტყობა ავტორს შეეშალა და გოგიას ან გაბელიას მაგივრად შემთხვევით ჩაეწერა. ისე მამარდაშვილს რას ვერჩით?
ზურა
25 იანვარი 2024 20:29
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული