კობიაშვილი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ისევ გაიხსენეს

AutoSharing Option
uefa.com De-მ "ტვიტერზე" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 23 ნოემბერს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ლევან კობიაშვილის მიერ პსვ-ს კარში შესრულებული ჰეთ-თრიკიც მოხვდა.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, 2005 წლის ამ დღეს "შალკეს" ქართველმა ნახევარმცველმა ეურელიო გომესს მე-18, 72-ე და 79-ე წუთებზე 3 გოლი გაუტანა (მათ შორის, 2 თერთმეტმეტრიანი დარტყმით), რითაც გელზერკირხენულმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის დაძლევისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა "შალკეში" 2003-09 წლებში 233 შეხვედრა გამართა, რა დროშიც 17 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი პასი შეასრულა.

altკობიაშვილის აღიარება - 21-ე

საუკუნის სიმბოლურში
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობი ქართული ფეხბურთის ლეგენდა!! და ფეხბურთის ფედერაციის საუკეთესო პრეზიდენტი!!!
ბიქსენტი
14:38 25-11-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული