თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი "კრასნოდარის" ინტერესებში

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე შესაძლოა, "კრასნოდარში" გადავიდეს - ამის შესახებ ალექსანდრ პოიდამ MATCH PREMIER-ის ეთერში განაცხადა.

ეს ინფორმაცია ქართველმა საფეხბურთო ექსპერტმა ბესიკ თედორაძემ დაადასტურა:

"ლომინაძე 194 სმ სიმაღლისაა და საყრდენად თამაშობს. ტექნიკის მხრივაც ყველაფერი რიგზე აქვს. მას შეუძლია როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე მცველად თამაში. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. სამომავლოდ, გუნდისთვის ეს კარგი შენაძენი იქნება. ეს არის ის, რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია.

Sportall.Ge

რატომ არის რუსეთში ასეთი ტენდენცია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ? მათი დონე გაიზარდა. ჩვენ დავამარცხეთ ინგლისის ნაკრები. ეს შემთხვევით არ ხდება. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს.
ძალიან კარგი ბიჭები გვყავს, ბევრი ნიჭიერი მოთამაშე.

რას ამბობენ საქართველოში ხვიჩაზე? მათ არ სწყინთ, რომ მან "რუბინი" არ დატოვა, მაგრამ ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ჩემპიონატში და ნებისმიერ კლუბში თამაში“, - განაცხადა თედორაძემ სტუდია MATCH PREMIER-ის ეთერში.

19 წლის ლომინაძე თბილისის "დინამოში" 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მისი საბაზრო ღირებულება 50 ათას ევროდ არის შეფასებული.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით

altკვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

alt"კრასნოდარის" ფეხბურთელი: კრიშტიანო ყველაზე ნიჭიერი არაა, ვისთანაც მითამაშია

alt"კრასნოდარის" ნატურალიზებულ ბრაზილიელს 350 ათასი დოლარის ღირებულების საათები მოჰპარეს




მკითხველის კომენტარები / 17 /
ეტყობა მეტი არ შეუძლიათ თორე 300 000 ჯობია
შოკირებული გულშემატკივარი
27 იანვარი 2022 19:32
0
კიდევ ერთი მცხვერპლი გველეშაპის ხახაში.
ilia
27 იანვარი 2022 18:38
2
ნუ მიდიხაართ წუმპეში
beqa
27 იანვარი 2022 16:56
2
Tbilissi dinamoshi tamashi jobia metevzeebtan ro caagos 5 0
Kutaisi
28 იანვარი 2022 02:41
0
გახსოვთ "სიყვარული ყველას უნდა"?წყალში რომ ჩაუვარდათ ჰალსტუხი და ერთი ამბობს,ეგდოს,რა ჩემ ფეხებად მინდა.მეორე კი პასუხობს:-ეგა ბიჭო,გალსტუკია,წამოიღე,რა იცი რა დროს დაგჭირდეს?50 000-ში გაყიდული ბიჭების საქმეც სწორედ ასეა.ეგ ფული კაპიკებია და თუ ისე მოხდა,რომ ბიჭი ათამაშდა,ხომ კარგი,გამოიყენებენ,ან გაყიდიან,ფულს გააკეთებენ.თუ არა და იჯდეს ცოტა ხანს სკამზე,მერე კი,უკვე მთლიანად ფორმადაკარგულს გაუშვებენ.ითამაშოს თბილისში 1-2 წელი,დაოსტატდეს,დაკაცდეს,გამოცდილება მიიღოს,დაამტკიცოს რომ ძლიერია და როცა ეს სტაბილური თამაშით დამტკიცდება,მერე მისი გაყიდვაც შეიძლება.ფასიც მაღალი ექნება და ადვილად არავინ მიაგდებს ნახმარი ნივთივით სადღაც,კუთხეში.ხომ ვხედავთ,რომ ყველაზე კაშკაშა ტალანტებსაც კი მომხმარებლურად უყურებენ,ნებისმიერ ქვეყანაში.მათი მხრიდან ეს,სრულიად ბუნებრივია და აქ მხოლოდ რუსეთზე არ არის ლაპარაკი.უბრალოდ იქ ბევრი მიდის და თანაც,ჩვენი ცუდი ურთიერთობების გამო,უფრო მტკივნეულად აღვითქვამთ.ბელგიიდანაც დავკარგეთ ნიჭიერი ბიჭები,გერმანიიდანაც და ესპანეთიდანაც.ან ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წავიდეს ბავშვი,რომ იქაურ სისტემაში გაზარდონ და ჩამოაყალიბონ,ან კიდევ უკვე საკმაოდ მომწიფებული გაუშვა,რომ უცხო გარემოში არ ჩაიფერფლოს.აფრიკიდანაც უამრავი ტალანტი ჩადის ევროპაში და მათგან მეტ ნაწილს,უცხოელის სტატუსი არა აქვს.ამ ფონზე, ჩვენი ბიჭების შანსები,კიდევ უფრო მცირდება
სოსო
14 დეკემბერი 2021 15:55
0
ეეეჰ, ეს ცხადაძე და რეხვიაშვილი ისეთი იმედებით და წინადადებებით მოვიდნენ მეთქი მართლა რაღაც ძვრები დაიწყო, თურმე სულ ტყულად./ აბა არცერთ ახალგაზრდას არ გავუშვებთ სანამ არ ამოწურავს დინამოში შესაძლებლობებსო, და დინამო უნდა გავიყვანოთ ევრო ლიგაზეო?? ისევ იგივე წრეზე ტრიალებთ (ტრუალებთ). არაფერი გეშველებათ! აგვისტოში გამოჩნდება თქვენი საქმენი!!!
Vasili
13 დეკემბერი 2021 22:03
1
სრულიდ გეთანხმები ეს დინამო საქართველოს ჩემპიონატშის სამეულშიც თუ შევიდა გამიკვირდება, ევროტურნირებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს!
giorgi kacho73
27 იანვარი 2022 23:12
0
ოჰოო, კრასნოდარი სერიოზული გუნდია :D
თუ კარიერის დაღუპვა გინდა მანდ უნდა წახვიდე.
გიორგი
13 დეკემბერი 2021 18:43
12
არ გაუშვაათ
giorgi
13 დეკემბერი 2021 18:27
9
არიქა!
კირკიტა
13 დეკემბერი 2021 18:11
1
ძალიან მაგარი ლოგიკა გვაქვს ქართველებს თუ ფეხბურთელი რუსეთში წავიდა და ვერ თამაშობს რუსეთის ბრალია რუსები აფუჭებენ თუ ბელგიაში ვერ თამაშობს ბელგია ჭაობია ქართველი ფეხბურთელების და აშ ფეხბურთელი არაფერ შუაშია ამ დროს ფეხბურთელი ჯიგარია კაცო უნდა თამაში მარა მწვრთნელი ჰყავს ცუდი ან ეს რუსები აფუჭებენ ქალებს უშვებენ ჩუმათ ბაზაზე))) ხალხო არ დაიღალე თ ზოგ ზოგიერთები ამ უაზრობების წერით? ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა არის ზარმაცი არაპროფესიონალი მცირედ კმაყოფილი და კომფლიქტური არასაფეხბურთო პროფესიონალიზმის მქონდეს მენტალობის თორე რა შუაშია რუსეთი დღეს მხოლოდ ნაკრების 3 ფეხბურთელი თამაშობს რუსეთში
დანარჩწნები ყველა ევროპაში არიან მარა ამით რამე იცვლება??
Gio
13 დეკემბერი 2021 17:58
1
აპა ეცით ეხლა და არ გაუშვათ დდ პ.ს ბიჭო გირლიანდებიან ქართველს მენტალობით მაგ გრუზინული ქართველი ჯობს ისევ.დდ.ისე ნონაც გრუზინი იყო თედიაშვილიც და ჩიბურდანიძეც.და რითი ჯობიხათ თქვენნაირები.
Zaza
13 დეკემბერი 2021 16:36
13
ერიდეთ რუსეთს. არ წახვიდეთ მანდ
ვაჟა
13 დეკემბერი 2021 16:53
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული