ეს ინფორმაცია ქართველმა საფეხბურთო ექსპერტმა ბესიკ თედორაძემ დაადასტურა:
"ლომინაძე 194 სმ სიმაღლისაა და საყრდენად თამაშობს. ტექნიკის მხრივაც ყველაფერი რიგზე აქვს. მას შეუძლია როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე მცველად თამაში. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. სამომავლოდ, გუნდისთვის ეს კარგი შენაძენი იქნება. ეს არის ის, რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია.
რატომ არის რუსეთში ასეთი ტენდენცია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ? მათი დონე გაიზარდა. ჩვენ დავამარცხეთ ინგლისის ნაკრები. ეს შემთხვევით არ ხდება. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს.
რას ამბობენ საქართველოში ხვიჩაზე? მათ არ სწყინთ, რომ მან "რუბინი" არ დატოვა, მაგრამ ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ჩემპიონატში და ნებისმიერ კლუბში თამაში“, - განაცხადა თედორაძემ სტუდია MATCH PREMIER-ის ეთერში.
19 წლის ლომინაძე თბილისის "დინამოში" 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მისი საბაზრო ღირებულება 50 ათას ევროდ არის შეფასებული.
მომზადებულია matchtv-ის მიხედვით
კვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს
"კრასნოდარის" ფეხბურთელი: კრიშტიანო ყველაზე ნიჭიერი არაა, ვისთანაც მითამაშია
"კრასნოდარის" ნატურალიზებულ ბრაზილიელს 350 ათასი დოლარის ღირებულების საათები მოჰპარეს
დანარჩწნები ყველა ევროპაში არიან მარა ამით რამე იცვლება??
თუ კარიერის დაღუპვა გინდა მანდ უნდა წახვიდე.