თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი "კრასნოდარის" ინტერესებში

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე შესაძლოა, "კრასნოდარში" გადავიდეს - ამის შესახებ ალექსანდრ პოიდამ MATCH PREMIER-ის ეთერში განაცხადა.

ეს ინფორმაცია ქართველმა საფეხბურთო ექსპერტმა ბესიკ თედორაძემ დაადასტურა:

"ლომინაძე 194 სმ სიმაღლისაა და საყრდენად თამაშობს. ტექნიკის მხრივაც ყველაფერი რიგზე აქვს. მას შეუძლია როგორც ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე მცველად თამაში. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. სამომავლოდ, გუნდისთვის ეს კარგი შენაძენი იქნება. ეს არის ის, რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია.

Sportall.Ge

რატომ არის რუსეთში ასეთი ტენდენცია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ? მათი დონე გაიზარდა. ჩვენ დავამარცხეთ ინგლისის ნაკრები. ეს შემთხვევით არ ხდება. ჩვენმა ფეხბურთელებმა ბევრად უკეთ ითამაშეს.
ძალიან კარგი ბიჭები გვყავს, ბევრი ნიჭიერი მოთამაშე.

რას ამბობენ საქართველოში ხვიჩაზე? მათ არ სწყინთ, რომ მან "რუბინი" არ დატოვა, მაგრამ ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ჩემპიონატში და ნებისმიერ კლუბში თამაში“, - განაცხადა თედორაძემ სტუდია MATCH PREMIER-ის ეთერში.

19 წლის ლომინაძე თბილისის "დინამოში" 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. მისი საბაზრო ღირებულება 50 ათას ევროდ არის შეფასებული.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით

altკვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას ცდილობს

alt"კრასნოდარის" ფეხბურთელი: კრიშტიანო ყველაზე ნიჭიერი არაა, ვისთანაც მითამაშია

alt"კრასნოდარის" ნატურალიზებულ ბრაზილიელს 350 ათასი დოლარის ღირებულების საათები მოჰპარეს




მკითხველის კომენტარები / 17 /
ეეეჰ, ეს ცხადაძე და რეხვიაშვილი ისეთი იმედებით და წინადადებებით მოვიდნენ მეთქი მართლა რაღაც ძვრები დაიწყო, თურმე სულ ტყულად./ აბა არცერთ ახალგაზრდას არ გავუშვებთ სანამ არ ამოწურავს დინამოში შესაძლებლობებსო, და დინამო უნდა გავიყვანოთ ევრო ლიგაზეო?? ისევ იგივე წრეზე ტრიალებთ (ტრუალებთ). არაფერი გეშველებათ! აგვისტოში გამოჩნდება თქვენი საქმენი!!!
Vasili
22:03 13-12-2021
1
გახსოვთ "სიყვარული ყველას უნდა"?წყალში რომ ჩაუვარდათ ჰალსტუხი და ერთი ამბობს,ეგდოს,რა ჩემ ფეხებად მინდა.მეორე კი პასუხობს:-ეგა ბიჭო,გალსტუკია,წამოიღე,რა იცი რა დროს დაგჭირდეს?50 000-ში გაყიდული ბიჭების საქმეც სწორედ ასეა.ეგ ფული კაპიკებია და თუ ისე მოხდა,რომ ბიჭი ათამაშდა,ხომ კარგი,გამოიყენებენ,ან გაყიდიან,ფულს გააკეთებენ.თუ არა და იჯდეს ცოტა ხანს სკამზე,მერე კი,უკვე მთლიანად ფორმადაკარგულს გაუშვებენ.ითამაშოს თბილისში 1-2 წელი,დაოსტატდეს,დაკაცდეს,გამოცდილება მიიღოს,დაამტკიცოს რომ ძლიერია და როცა ეს სტაბილური თამაშით დამტკიცდება,მერე მისი გაყიდვაც შეიძლება.ფასიც მაღალი ექნება და ადვილად არავინ მიაგდებს ნახმარი ნივთივით სადღაც,კუთხეში.ხომ ვხედავთ,რომ ყველაზე კაშკაშა ტალანტებსაც კი მომხმარებლურად უყურებენ,ნებისმიერ ქვეყანაში.მათი მხრიდან ეს,სრულიად ბუნებრივია და აქ მხოლოდ რუსეთზე არ არის ლაპარაკი.უბრალოდ იქ ბევრი მიდის და თანაც,ჩვენი ცუდი ურთიერთობების გამო,უფრო მტკივნეულად აღვითქვამთ.ბელგიიდანაც დავკარგეთ ნიჭიერი ბიჭები,გერმანიიდანაც და ესპანეთიდანაც.ან ძალიან ადრეულ ასაკში უნდა წავიდეს ბავშვი,რომ იქაურ სისტემაში გაზარდონ და ჩამოაყალიბონ,ან კიდევ უკვე საკმაოდ მომწიფებული გაუშვა,რომ უცხო გარემოში არ ჩაიფერფლოს.აფრიკიდანაც უამრავი ტალანტი ჩადის ევროპაში და მათგან მეტ ნაწილს,უცხოელის სტატუსი არა აქვს.ამ ფონზე, ჩვენი ბიჭების შანსები,კიდევ უფრო მცირდება
სოსო
15:55 14-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული