საქართველოს ნაკრები სერბეთსა და ყირგიზეთს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 16 და 18 დეკემბერს ჩვენი გუნდი სერბეთს დაუპირისპირდება, 21-22 დეკემბერს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე ყირგიზეთი იქნება.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა უახლოესი მატჩებისთვის მზადება უკვე დაიწყო. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამხანაგური შეხვედრებისთვის 17 მოთამაშე მოემზადება. ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს შაგინია და ვახტანგ ჯვარაშვილი ვერ დაეხმარებიან. 14 დეკემბერს, 17:30 საათზე, საქართველოს ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია
(თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), გიორგი ზუნტუროვი (პსპ, თბილისი, საქართველო)

ოთხივე ამხანაგურ შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მატჩებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

ამხანაგური მატჩების განრიგი:
16-18 დეკემბერი | 18:00 | თბილისის ოლიმპიური სასახლე

საქართველო - სერბეთი

21-22 დეკემბერი | 18:00 | თბილისის ოლიმპიური სასახლე

​საქართველი - ყირგიზეთი

altავთანდილ ასათიანი: გაგვიმართლა - რუმინეთის დამარცხება შეგვიძლია!

altფუტსალი: საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა პლეი ოფში ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული