საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უკვე ორი დღეა ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს ღია ვარჯიში გამართა. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ფუტსალის ნაკრებს წლის ბოლომდე ოთხი ამხანაგური თამაში აქვს დაგეგმილი. 16 და 18 დეკემბერს სერბეთთან შეხვედრებს ზვიად კუპატაძე გამოტოვებს. ეროვნული ნაკრების მეკარე გუნდს მოგვიანებით შეუერთდება და 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების მსგავსად, სერბეთიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელიც ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
საქართველოს ნაკრების მსგავსად, სერბეთიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელიც ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ
წინა ხაზი: ჯანიკო გიორგაია (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ბრუნო პეტრო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (დინამო, გროდნო, ბელარუსი), გიორგი ზუნტუროვი (პსპ, თბილისი, საქართველო)
ოთხივე ამხანაგურ შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მატჩებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.
nakrebi.ge