საქართველოს ფუტსალის ნაკრები სერბეთს დაუზავდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში, სერბეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და რონინიოს გადაცემის შედეგად ელისანდრომ გაიტანა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება 30-ე წუთზე მოახერხეს. უძლიერესი დარტყმით თორნიკე ბუკიას კარი დენის რამიჩმა აიღო.

საქართველო 1:1 სერბეთი

საქართველო:
ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ბრუნო პეტრი

​სათადარიგო შემადგენლობა: ალექსანდრე ჯამბურია, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, გიორგაია, კეკელია, ღავთაძე,
სებისკვერაძე, კურტანიძე

​მთავარი მწვრთნელი:
ავთანდილ ასათიანი

​სერბეთი: ვულიჩი, მატიევიჩი, ტომიჩი​, პეტროვი​, რაკიჩი

​სათადარიგო შემადგენლობა: მილანოვიჩი, ალეკსიჩი, მილოსავლევიჩი, რამიჩი, ვასიჩი, სტოიჩევსკი, როსიჩი, რაიჩევიჩი​, რადოვანოვიჩი

​მთავარი მწვრთნელი: დეიან მაესი

​მსაჯები:
ზვიად ბლიაძე (საქართველო), პეტარ რადოიჩიჩი (სერბეთი), არსენ ნონიკაშვილი (საქართველო), გრიგოლ ბლიაძე (საქართველო)

​გაფრთხილება: თოდუა (38:51')

​გოლები: 1:0 ელისანდრო (14:43'), 1:1 რამიჩი (29:25')

საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებთა მეორე დაპირისპირება 18 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული