აზერბაიჯანულმა “საბაჰმა” 4:2 დაამარცხა გორის “გორი”, ხოლო “რუსთავმა” დაძაბულ შეხვედრაში ყაზახეთის “სპარტაკ-ჯუნიორს” აჯობა 2:1. მეორე აზერბაიჯანულმა გუნდმა “ვატანმა” 3:1 მოუგო “ვიკინგებს”, “საბურთალომ” კი ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა “სამტრედიას”.
შეგახსენებთ, რომ “ბენდელას” თასი “საბურთალოს” ორგანიზებით ტარდება, რომელსაც საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები ეხმარებიან. ასევე, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
21
საბურთალო – ვატანი 14:00
საბაჰი – რუსთავი 15:00
fcsaburtalo
ტრადიციული ტურნირის 31-ე გათამაშება ქართველი და უცხოელი ფეხბურთელებით