"ბენდელას თასი" - ქართული ფინალი და აზერბაიჯანელები ბრინჯაოსთვის

AutoSharing Option
დასრულდა აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის ხსოვნის ტურნირი “ბენდელას თასი”, რომელიც 31-ედ ჩატარდა. საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებული “საბურთალო” გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა რუსთავის “რუსთავი”. გოლები დემეტრე ჩხარტიშვილმა და ზუკა წიბახაშვილმა გაიტანეს. მესამე ადგილისთვის ორი აზერბაიჯანული გუნდი იბრძოდა – საბოლოოდ საპრიზო ადგილი “საბაჰს” ერგო, რომელმაც “ვატანი” 3:1 დაამარცხა.

ტურნირი “საბურთალოს” ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციები ეხმარებოდნენ. შეჯიბრებას გვერდში ედგა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, ასევე - სპორტული მწარმოებელი “სალერი” და “ჟომა”.

ტურნირის დასრულების შემდეგ ნომინაციებში
საუკეთესოები გამოვლინდნენ. ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, “საბურთალოს” დამფუძნებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ, სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ, ზაზა ბენდელიანის დამ, ვერიკო ბენდელიანმა და ზაზას მეგობრებმა.

საუკეთესო მეკარე – საბა ხელაძე (საბურთალო)

საუკეთესო მცველი – დემეტრე ჩხარტიშვილი (საბურთალო)

საუკეთესო ნახევარმცველი – ნიჰატ გუსეინზადე (საბაჰი)

საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ღუნაშვილი (რუსთავი)

მაყურებელთა სიმპათია – ალეზადე ულვი – (ვატანი)

საინტერესო ფეხბურთელი – სანდრო ჯიღაური (რუსთავი)

ტექნიკური ფეხბურთელი – სანდრო მარჩენკო (საბურთალო)

საუკეთესო გოლი – კახი კოჭუაშვილი (საბურთალო)

ტურნირის აღმოჩენა – ნიკა ქავთარაძე (ვიკინგი)

ზაზა ბენდელიანის სახელობის პრიზი – გიორგი დერევიაჩენკო (რუსთავი)

ყველაზე პატარა ფეხბურთელი – ნიკოლოზ ლობჯანიძე (საბურთალო)

საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი პირველი (საბურთალო) 

alt“ბენდელას” თასის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული