ბერძნულმა გრანდმა "ოლიმპიაკოსმა" სუპერლიგაში 2021 წელი პირველ ადგილზე დაასრულა. sport-fm-ი წერს, რომ პირეოსულ კლუბში ერთადერთი პრობლემა მარცხენა მცველის საკითხს უკავშირდება და ისინი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ამ პოზიციაზე აუცილებლად გაძლიერდებიან. გამოცემა სამ კანდიდატს ასახელებს, ერთ-ერთი კი ბათუმის "დინამოს" 20 წლის ფლანგელი ირაკლი აზაროვია.
რაც შეეხება კიდევ 2 ფეხბურთელს - ერთი "ნაიმეგემის" წარმოშობით მაროკოელი, 21 წლის ნიდერლანდელი სუფიან ელ კარუანია, მეორე კი - "პარმას" 20 წლის ბერძენი მცველი ვასილის ზაგარიტისი.
აზაროვის მიმართ არაერთი სატრანსფერო ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის, თურქულ "ტრაბზონსპორსა" და
შვეიცარიულ "ბაზელზე". ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა sportall.ge-სთან განაცხადა, რომ ირაკლისთან დაკავშირებით ერთ კლუბს უარი ეთქვა, სხვა წინადადება კი ჯერჯერობით არ მიუღიათ.
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
"ტრაბზონსპორი" აზაროვით ძალიანაა დაინტერესებული - მის პოზიციაზე კიდევ ორ კანდიდატს განიხილავს