ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა

AutoSharing Option
საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელებულმა "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სფფ-ის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები, ასე გაფასებს როგორც გულშემტკივარი, ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც იღებდა ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. ძალიან მადლიერი ვარ და ეს ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება, რათა შემდგომ წლებში ასევე გავაგრძელო და შედეგი დავდოთ".

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და ხვიჩას ღირებულებამ 2 მილიონი ევროთი დაიკლო - 18 მილიონიდან 16 მილიონამდე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვულოცავ ხვიჩას და დარწმუნებული ვარ საქმისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში არა მარტო საქართველოში,მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახთება,მთავარია ვნებებს არ აყვეს,დაიცვას სპორტული რეჟიმი,გააგრძელოს ვარჯიშები ჩვეულ რეჟიმში და აკეთოს თავისი საყვარელი საქმე "ითამაშოს ფეხბურთი".
gio gio
31 დეკემბერი 2021 09:52
0
ხვიჩინიო-ჩვენ გულშემატკივრებს სულ გბიყბარხარ,როცა რაღაც არ გამოგდის მაშინაც.ღმერთი შეგეწიოს შენ და სრულიად ყველა ქართველს ამ საახალწლოდ სადღეგრძელოსავით თუ გამოვიდა მაპატიეთ და ყველა ჯანმრთელად იყავით კაჟის ქვასავით
Levani
30 დეკემბერი 2021 05:39
1
სამწუხაროდ დღეს ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია კვარაცხელია რომელსაც კარგი ევროპული პერსპექტივა აქვს ტოპ ლიგების დონეზე თამაშის სხვებიც არიან მაგრამ მათ ჯერ ბევრი უკლიათ იქამდე რომ ტოპში ითამაშონ ერთადერთი ფეხბურთელია რომლის მიმართაც არის რეალურად ინტერესი და ბოლო ბოლო ერთადერთი ფეხბურთელია ნაკრებში შეტევაში ვისაც შეუძლია მომენტი შექმნას თამაში გამწვავოს და როცა მოედანზეა გულშემატკივარსაც აქვს იმედი რომ რაღაცას გააკეთებს ზოგადად ეს არის სამწუხარო მოცემულობა რადგან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია ასეთი და სხვები მეტ ნაკლებად საშუალო დონეზე თამაშობენ როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე აქედან გამომდინარე კვარას განვითარებისთვის პროგრესისთვის აუცილებელია მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელება და ნებისმიერი პრემიერ ლიგის გუნდი მისაღებია პირველ ეტაპზე ვესტ ჰემიც ევერტონიც საუთჰემპტონიც ბრაიტონიც არ აქვს მნიშვნელობა მთავარია მაღალი კლასის ლიგაში ითამაშოს.
გიორგი
30 დეკემბერი 2021 01:32
1
უფრო საბედნიეროდ გიორგი რომ 1 მაინც გვყავს)) ბოლო 15 წლის განმავლობაში ნათელ წერტილად ჩანს გვირაბის ბოლოში,ის პირველი იქნება ტოპ ხუთში საქართველოდან კობიაშვილი კალაძის შემდეგ,
ჩორნა
30 დეკემბერი 2021 18:43
0
ხვიჩამ თქვამ რომ 100% ენდობა ჯუღლეს ჯუღელმა კი თქვა რომ ჰა ჰა მაქსმუმ ზამთრამდე დარჩება რუბინშიო ხოდა აი ზამთარიც მოვიდა და ვნახოთ როგორ ჩაივლის ეს სატრანსფერო ფანჯარა იმედი მაქვს გადავა ტოპ 5 ლიგაში.
გოჩა
30 დეკემბერი 2021 01:24
1
ისე წერდნენ ამ სატრნსფერო ფასზე და ისე აყვედრიდნენ, თითქოს კვარამ თვითონ დაიფასა თავი 18 მილიონად.
ტრანსფერმარკეტმა მისი შედეგების და თამაშის გამო დაადო ეგ ფასი, როცა ჩაუვარდა სეზონი და ვერ ითამაშა დააკლო 2 მილიონი. თუ კიდე მოუმატებს ფასიც მოემატება.რა იყო ამაში გასაკვირი და უცნაური ვერ ვხვდები.
კარგიც არის ეგ ფასის კლება, იქნებ დათანხმდნენ ვესტჰემს და შედგეს ამ ზამთარში ეგ ტრანსფერი, ხო ამოვისნუთქავთ ყველა :დ
კვარას გულშემატკივრებს სულ არ გვაინტერესებს რუსული გუნდი რამდენით გამდიდრდება. სხვა მაისურით გვინდა ამ ბიჭის ნახვა და რუსული ლოგო-წარწერების გარეშე :(
.
30 დეკემბერი 2021 00:24
0
დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა შენდა სასიკეთოდ ძალიან დიდი შანსი გაქვს შეხვიდე საკუთარი ქვეყნის ისტორიაDი ისე როგორც შესულები არიან უდიდესი სპორტსმენები და ამასთანავე უდიდესი ადამიანები: ნონა გაფრინდაშვილი ლევან თედიაშვილი ბორის პაიჭაძე დავით ყიფიანი დიდი პატივია იყო ხალხის რჩეული და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა დადებითთან ერთად ცოტა უხერხული მომენტებიც ახლავს ყველა შენს ნაბიჯს საქციელს აწონილი და დაფიქრებული ქმედება თუ სიტყვა უნდა მოყვეს ხალხი შენში საკუთარი ქვეყნის იდეალს ხედავს ან უნდა რომ ხედავდეს გირჩევდი მამუკა გორგოძის მაგალითი აიღო თავმდაბალი არავითარი ზედმეტი ამბიცია რეალურად აღქმა და მთავარი ხალხს უყვარს გმირი რომელსაც თავში არ ააქვს ავარდნილი დარჩი ისეთივე პატიოსანი და ალალი როგორიც ეხლა ხარ იმოქმედე ისე როგორც იმოქმედებდა შენი მშობლები ბევრს ნუ ენდობი( განსაკუთრებით რუსებს მათზე მეტი უმადური ერი არ არსებობს ტყუილად კი არ ეძახიან მთელ მსოფლიოში 'შვაინ' რათქმა უნდა ყველა არა!) მთელი საქართველო გვერდში გიდგას იცოდე წაგება და მოგება ძმების კრიტიკის მიღებაც უნდა შეგეძლოს და ყველას ნუ გამოიდევნები კარგ ოჯახში ხარ გაზრდილი შორიდან ასე ჩანს მადლობა შენს მშობლებს კარგი შვილის გაზრდისთვის უფალი გფარავდეთ შენ შენ ოჯახს და სრულიად საქართველოს.
კახა
30 დეკემბერი 2021 00:01
4
ცივი წყალი დალიეთ
დისლაიქების ავტორებს
02 იანვარი 2022 19:55
0
მგონი ყველაზე გამართულად და ჩამოყალიბებულად ეგ ბიჭი საუბრობს ფეხბურთელებიდან :დ
ინტერვიუს რომ ვუსმენ არ მგონია რომ სპორტსმენი საუბრობს. ძირითადად ოროსანი ბავშვებივით საუბრობენ ფეხბურთელები ყველა ქვეყანაში :დ

Herbst
29 დეკემბერი 2021 23:26
0
განა მარტო ხვიჩა? კვეკვე, კაშია, ქვილითაია,ლორია და კიტეიშვილი ძალიან გამრთულად ლაპარაკობენ!
რობი
30 დეკემბერი 2021 00:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული