ნიდერლანდებში გამგზავრებამდე სფფ-ის ხელმძღვანელობა ფუტსალის ნაკრებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო ტურნირზე გამგზავრებამდე ფუტსალის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს სფფ-ის და ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ.

საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა ეროვნულ ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.

2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები გრონინგენში ჩაატარებს. 22 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდი
აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, 26 იანვარს - ბოსნია-ჰერცეგოვინას, ხოლო 29 იანვარს - ესპანეთს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭები, რომ ყველაფერს გაიღებენ ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მოგების შანსი ალბათ მხოლოდ ბოსნიასთან გვაქვს, ძაან მაგარია აზერების ბრაზილიელები, ესპანეთზე აღარაფერს ვამბობ.
რრრ
13:51 19-01-2022
0
წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
გიო
09:48 19-01-2022
0

სიახლეები პოპულარული