ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიდერლანდებში 17 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. სამატჩო განაცხადში 14 მოთამაშე იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი),
საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე გრონინგენის "მარტინი პლაზა" 22 იანვარს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. თამაში თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
ნიდერლანდებში არსებული კოვიდრეგულაციების გამო ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე მაყურებელთა დასწრება სრულად შეიზღუდა. ჩემპიონატს მედიის წარმომადგენელთა მცირე რაოდენობა გააშუქებს.
ევრო 2022-ის მატჩები ამსტერდამსა და გრონინგენში პარალელურად შედგება. ევროპის ჩემპიონატი დღეს, 20:30 საათზე, სერბეთი-პორტუგალიის მატჩით გაიხსნება. ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირის მოსაგებად წელს ნიდერლანდებში სულ 16 ნაკრები იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
22 იანვარი | 17:30 |მარტინი პლაზა
საქართველო - აზერბაიჯანი
26 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო
29 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა
საქართველო - ესპანეთი
საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ყველა მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.
Nakrebi.ge
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე სფფ-ის ხელმძღვანელობა ფუტსალის ნაკრებს შეხვდა