
კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო ტურნირზე გამგზავრებამდე ფუტსალის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს სფფ-ის და ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ.
საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა ეროვნულ ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.
2022 წლის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს საქართველოს ნაკრები გრონინგენში ჩაატარებს. 22 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდი
აზერბაიჯანს დაუპირისპირდება, 26 იანვარს - ბოსნია-ჰერცეგოვინას, ხოლო 29 იანვარს - ესპანეთს.
nakrebi.ge