დებიუტში მეტოქე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა და ელისანდრომ ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირა. ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა აზერბაიჯანელთა მეკარე კურდოვი და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები ბურთს ფლობდა, გამუდმებით უტევდა და არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა. მერე პეტრი ბრანკომ პენალტი მოიპოვა და თალეს ფეიტოსამ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა აზერბაიჯანელების იერიშებს გაუძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფიდან გავა.
ევრო2022 - საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი აზერბაიჯანის წინააღმდეგ