ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრებთან დამარცხების (2:3) შემდეგ კომენტარი აზერბაიჯანელთა მწვრთნელმა ჟოზე ალესიომ გააკეთა.
"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. გარკვეულწილად ფეხბურთელებმა ტაქტიკური მითითებები შეასრულეს. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ჩვენ გვსურდა. ორი გოლი გავიტანეთ და დავწინაურდით. ბიჭებს ვუთხარი, "ცოტა დაესვენათ" და ტემპი დაეგდოთ. საკმაო დარღვევები გვქონდა და ამიტომ უკან დავიხიეთ. ეს გასაგებია, რადგან 5 საჯარიმო გვქონდა.
გასახდელში ბიჭებს აკურატულად თამაში დავავალე, რათა შეცდომები არ დაეშვათ და ტაქტიკური მოქმედებები დავავალე. ვფიქრობ, მეორე ტაიმი ძალიან მშვიდად დავიწყეთ. წაგების მიზეზად ჩვენს
შეცდომებს დავასახელებდი. მეტოქემაც კარგად ითამაშა.
ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი. დიახ, მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ, მაგრამ წინ კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს. შეცდომების აღმოსაფხვრელად ვარჯიშებზე ვიმუშავებთ. ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიურ ასპექტზე საუბარია საჭირო. ბოლომდე ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მატჩის შედეგი. თუ ქართველებმა გაიმარჯვეს, ჩვენ ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაგვიჭირდება", - ციტირებს ალესიოს azerisport-ი.