ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2023 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნაზე განაცხადა, რომელიც მისივე თქმით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა. 

"ფინალური მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა. დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს“, –განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი მასპინძელი ქალაქის
შეცვლაზე გამოაცხადა - 2023 წლის ჩემპიონატს ფოთის ნაცვლად ქუთაისი უმასპინძლებს:

"2023 წელს უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა, თუმცა, უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად ქუთაისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლება საქართველომ 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს."

altლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით უეფას ფეხბურთის კომიტეტის სხდომა გაიმართა

altU21. თამამად, გულიანად - გულიაშვილის დუბლით და გოჩოლეიშვილის სუპერგოლით საქართველოს ნაკრებმა ინგლისს სძლია [VIDEO]

altღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი

მკითხველის კომენტარები / 15 /
ე.ი სასაცილოა თუ სატირალი არ ვიცი,მაგრამ ზუგდიდის სტადიონში ამდენი ფული დახარჯეს და სტადიონი გამოუსადეგარია ამდენი ხანია.არც არავინ აგო პასუხი და არც არის არავინ მომკითხავი და ამის მერე ეს ქ ვეყანაა და სახელმწიფო ქვია.ყველაფერი როგორ მოშლილია,უბრალოდ გარკვეულ ჯგუფს უკეთია ვარდისფერი სათვალეები საახლობლოსთან ერთად და ყველაფერი ისე გონიათ როგორც თვითონ არიან.მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ,რომ ეგ სათვალეები სულ არ იქნება და ერყ დღესაც მოგიწევთ უსათვალოდ ამ ცხოვრებისთვის შეხედვა და აი მაშინ კი.........
კახა ქ.
02:51 25-01-2022
3
მთელი მსოფლიო უკრაინისკენ იყურება,ეს კი ისე იქცევა ვითომ არაფერიც არ ხდება.
თბილისელი
00:31 25-01-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული