ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი

AutoSharing Option
თბილისი უეფა-ს სუპერთასის ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული "დინამოს" სტადიონი, რომელზეც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

რეაბილიტაციის პროცესში გამაგრდა სტადიონის კონსტრუქცია, შეიცვალა შიდა დიზაინი, ტაბლოები, გახმოვანების სისტემა, განათება და სკამები.

მთავრობის მეთაურმა, თბილისის მერს, დავით ნარმანიას და უეფას ფინალური მატჩის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენს ქვეყანას ექნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სტადიონი. ეს
არის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული რემონტი, შეცვლილია ყველაფერი და მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ "ბარსელონა"-"სევილიას" მატჩს, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
განსაკუთრებით სტადიონის გარე ტერიტორიაზე ასფალტის მდგომარეობა,ფაქტიურად ასფალტის წარმოების ისტორიაა!
დათო
16:15 20-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული