საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გრონინგენის "მარტინი პლაზაში" დღეს მორიგი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. აზერბაიჯანთან გამარჯვების შემდეგ, 23 იანვარს, საქართველოს ნაკრებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდა, დღეიდან კი გუნდი სრული დატვირთვით განაგრძობს მზადებას.
ევრო 2022-ის პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფს 3-3 ქულით ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ. მეორე ტურის მატჩები 26 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთთან 1:5 წააგო.
D ჯგუფი, II ტური, 26 იანვარი
D ჯგუფი, II ტური, 26 იანვარი
20:30 ბოსნია
-ჰერცეგოვინა - საქართველო
23:30 ესპანეთი-აზერბაიჯანი
23:30 ესპანეთი-აზერბაიჯანი
ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): „აზერბაიჯანის გუნდმა ჩვენთან მეორე ნომრად დაიწყო თამაში, მიუხედავად იმისა, რომ 0:2 ვაგებდით, გაუმართლათ, ორივე მომენტი გამოიყენეს და დაიწყეს დაცვიდან თამაში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამჯერ მეტი დარტყმა გვქონდა კარში. ბევრი მომენტი შევქმენით და ვთვლი, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი არ მონაწილეობს. ყველას თავისი სპეციფიკა და პლუსები აქვს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაარჩევ მოწინააღმდეგეს მოკლე დროში. ჩვენი მომდევნო მოწინააღმდეგე ბოსნია-ჰერცეგოვინა ხშირად 5/4-ზე თამაშობს. ძალიან სერიოზული მეტოქეა. ვარჩევთ და თამაში აჩვენებს, შეგვიძლია მოგება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“.
nakrebi.ge