სად მიდის შოთა? - როგორი გუნდია "ჰალი"...

AutoSharing Option
რამდენიმე საათში ოფიციალურად უნდა გახდეს ცნობილი, რომ შოთა არველაძე ინგლისური "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი გახდება. ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთ კლუბს უგულშემატკივრებენ, რადგან ჩვენი თანამემამულის წარმატება ყოველთვის სასიამოვნოა...

ადრე და ახლა

"ჰალი" ტრადიციული კლუბია, თუმცა ბოლო პერიოდში კარგი შედეგებით ვერ გამოირჩევა. მათ 2014-15 წლების სეზონში FA თასზე წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ლიგაზე იასპარეზეს, ამჟამად კი ჩემპიონშიპში მე-19 ადგილს იკავებენ - მოწინავე ექვსეულში მყოფ "ჰადერსფილდს" საკმაოდ ბევრი, 15 ქულით ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ კლუბს 2017 წელს ამჟამად "რუბინის" დამრიგებელი ლეონიდ სლუცკი თავკაცობდა, თუმცა წარმატებით
ვერ დაიკვეხნიდა.

საკადრო რესურსი

არველაძის მომავალ კლუბში ერთი გამოცდილი ნახევარმცველია - 35 წლის ტომ ჰადელსტოუნი, რომელიც "ტოტენჰემიდან" კარგად უნდა გვახსოვდეს. გუნდში ამ ამპლუის საინტერესო ფეხბურთელია - 24 წლის შოტლანდიელი გრეგ დოჩერტი, რომელსაც სამშობლოში შოთას ყოფილ კლუბ "რეინჯერსშიც" უთამაშია.

Sportall.Ge

"ჰალის" ყველაზე ძვირად ღირებული (2.5 მლნ ევრო) მოთამაშე დი'შონ ბერნარდია - 21 წლის ცენტრალურ მცველს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდებში უასპარეზია.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 20 წლის მარცხენა გარემარბი ლევის-პოტერ კენია.

მოსალოდნელი ტრანსფერები

უკვე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალის" მფლობელის პირველი შენაძენი სერბი ალეკსანდრ პესიჩი იქნება - 29 წლის ფორვარდი "კარაგუმრუკში" ვატო არველაძის თანაგუნდელია, 12 გოლითა და 2 შედეგიანი პასით კი სუპერლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს. კიდევ ერთი ტრანსფერი ისევ თურქულ კლუბს უკავშირდება - "ფენერბაჰჩედან" უკრაინულ "ზორიაში" განათხოვრებულ 20 წლის ირანელ ფორვარდ ალაჰიარ საიდმანეშს.

პირველი გამოცდა

"ჰალი" ჩემპიონშიპის 29-ე ტურში "სუონსს" უმასპინძლებს, სადაც შესაძლოა, შოთას დებიუტიც მოესწროს. მომავალი მოწინააღმდეგეს მათზე 3 ქულით მეტი აქვს და მე-17 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ 2 შეხვედრაში ჰალელებმა ლიდერები - "ბლექბერნი" (2:0) და "ბორნმუთი" (1:0) დაამარცხეს.

altინგლისური პრესა: უახლოეს საათებში შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად დანიშნავენ

alt"როცა პოლიტიკაში ხარ, ასეც უნდა იყოს" - შოთა არველაძე კალაძესა და კობიაშვილზე საუბრობს...

მკითხველის კომენტარები / 18 /
წაიყვანე რა მასე არ ხდება, მწვრთნელი მაგ საკითხის 5%-სწყვეტს. საქართველო კი არ არის ინგლისია, ინგლისიიიიიიიიიიიიიიიი
zaza
26 იანვარი 2022 21:28
0
თვითონ შოთა მეგობარმა გაჩითა მაგ კლუბში და...
რა ვიცი
31 იანვარი 2022 23:42
0
Დააცადეთ ხალხო ჯერ წავიდეს
ბაბუაწვერა
26 იანვარი 2022 19:45
0
ამას თურქეთშაიდა უზბეკეთში არ წაუყვანია ჩვენებური არავინ და ინგლისში წაიყვანს?მითუმეტეს რა ჭირს ხვიჩას ჰალზე სახვეწნი?...
ბაჩი
26 იანვარი 2022 18:30
2
კვარაცხელია წაიყვანეთო რომ უწერთ ნახევარი საქართველო ჯერ ერთი როგორ ირონიულად ისაუბრა კვარაცხელიაზე ნახეთ ალბათ. სიმეონესთან ნაჭორავები რაღაცეები რომ მოგვიყვა...
მერე მეორე რა სჭირს ვინმეს წასაყვანი და შესახვეწნი კვარაცხელიას და მერე მესამე, მეორე ლიგის გუნდში რატომ უნდა გადავიდეს, როცა ვერსტჰემისნაირ გუნდში თავისფლად შეუძლია გადასვლა თუ რათქმაუნდა რუბინი გაუშვებს და თუ რუბინი არ გაუშვებს ვერც ჰალშიც გადავა და ვერც ბათუმის დინამოში, ასე რომ ტყუილად ეხვეწებით არველაძეს წაიყვანეთო.
არავის წასაყვანი არაფერი სჭირს!
Winter
26 იანვარი 2022 17:50
6
რომელი ქართველი წაუყვანია შოთას თავის გუნდში? იქაც არავის წაიყვანს.
გოგა
26 იანვარი 2022 17:37
3
როგორ არ წაუვანია , ხიზანა , ამისულაშვილი და კიდე იყვნენ ბიჭები
ლშა
26 იანვარი 2022 18:55
1
ჩაკვეტაძე წაიყვანოს მაინც აღარავის უნდა ეგ ფეხბურთელი არადა პოტენციალი ისევ აქვს და შოთაზე მეტად ვინ გამოაცოცხლებს. ამ მომენტისთვის 3 მილიონად მარტივად შეიძენს, ნაკლებად თუ არა.
._.
26 იანვარი 2022 14:53
1
ეს ქეცბაია არავის გეგონოთ,ქართველის წამყვანი გუნდში ეს არაა,არ გარისკავს არანაირად. რა ინგლისი კარგით რა,უზბეკეთი და თურქმენეთი ხომ არ გგონიათ ინგლისის ჩემპიონატი? სივისთვის გამოადგება სამომავლოთ.
ზურა
26 იანვარი 2022 13:55
6
უზბეკეთში რომ იყო, იქ ვინ წაიყვანა რო?
კირკიტა
26 იანვარი 2022 22:43
1
წარმატებები შოთის!!!
tngh
26 იანვარი 2022 13:51
1
ეს ქეცბაია არავის გეგონოთ,ქართველის წამყვანი გუნდში ეს არაა,არ გარისკავს არანაირად. რა ინგლისი კარგით რა,უზბეკეთი და თურქმენეთი ხომ არ გგონიათ ინგლისის ჩემპიონატი? სივისთვის გამოადგება სამომავლოთ.
ზურა
26 იანვარი 2022 13:50
6
ესეც Თუ ტყუილი გამოდგა აᲦარაფერი დაწეროᲗ წინასწარ....
di ma
26 იანვარი 2022 13:37
0

სიახლეები პოპულარული