შოთას პირველი სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია - ვინ მიჰყავს არველაძეს "ჰალში" და როდის წარადგენენ მას

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად პარასკევს წარადგენენ.

წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის ახალი მფლობელი აჩუნ ილიჯალი, ასევე, გუნდის ვიცე-თავმჯდომარე და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ტენ კესლერი დაესწრებიან.

მოგეხსენებათ, "ჰალს" სატრანსფერო ბანი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს ინგლისის საფეხბურთო ლიგიდან სესხი აიღო, რომელიც დაფარული არ ჰქონდა და ამიტომ ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებდა.

აჩუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ეს დავალიანება გასწორდა და ახლა "ვეფხვებს" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც შეუძლია.

yorkshirepost.co.uk წერს, რომ კლუბის მთავარი სამიზნე "შეფილდის" 22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი რეგან სლეიტერი
იქნება, რომელიც "ვეფხვების" ღირსებას 2020 წელს იჯარის წესით უკვე იცავდა.

ასევე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალი" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ირანელი ფორვარდის, ალაჰიარ სეიდის შეძენასა და "გალათასარაის" 35 წლის ნიდერლანდელი ვეტერანის, რაიან ბაბელის დამატებასაც შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ხალხო!მწვრთნელია ეს კაცი და არა გუნდის მფლობელი!რას ჰქვია მოკიდე ხელი და წაიყვანე:D წაიყვანოს აგენტმა სხვა გუნდში რეალი და ბარსელონაო რო იძახდა ახლა ჰალი გვინდა ხო?ეს კაცი იქ სამუშაოდ მიდის სხვის გუნდში და კარიერის ასაწყობად ძლივს სადღაც მოხვდა და ახლა ქართული მაფია მიათრიოს მანდ მეტი საქმე არ აქვს :DDDDD ჩაკვეტაძეს თუ თამაში უნდა ითამაშოს იქ სადაც საჭიროა და იგივე ეხება კავარცხელიასაც თუ რამე უნდათ ჯერ კლუბებში დაამტკიცონ და აგენტებიც გამოიცვალონ ისწავლონ დამოუკიდებლად საქმის შესრულება და მიზნის მიღწევა!შვილი მომიწყეს ბაზარი უნდა მოვიშალოთ ქართველებმა )))
აბგდ
13:01 27-01-2022
2
ვისაც გახსოვთ ბენიტესის ლივერპული, ისიც გემახსოვრებათ, რომ ბევრი ესპანელი წაიყვანა მაშინ გუნდში. სულაც არ იქნება გასაკვირი თუ წაიყვანს ქართველებს. მაგრამ რათამაუნდა კვარაცხელიას გარდა. ნახევარი საქართველო რომ ეძახით კვარაცხელია წაიყვანეო, ეგ ბიჭი ბევრად მაღალი დონეა, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის მეორე ლიგის გუნდი და აუცილებლად გაიყიდება უკეთეს გუნდში ვიდრე ჰალია.
ასე რომ არავის შესახვეწნი და წასაყვანი არაფერი სჭირს კვარაცხელიას, მითუმეტეს არველაძის, რომელმაც მასზე ირონიულად ილაპარაკა და სიმეონესთან ნაჭორავები რაღაცეები მოგვიყვა.
Michael
17:38 27-01-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული