
"საბურთალომ" რიგით მესამე ამხანაგური მატჩი გამართა, ამჯერად ბოლნისის "სიონთან", რომელიც შარშან აღზევდა უძლიერესთა შორის. მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საიმედოდ იცავდნენ კარს ორივე გუნდის მეკარეები - თორნიკე მეგრელიშვილი და გიორგი ჩოჩიშვილი.
"საბურთალო" (სასტარტო): მეგრელიშვილი, იაშვილი, გურეშიძე, კაკუბავა, მამაცაშვილი, ქარდავა, ქავთარაძე, შ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი
საბურთალო" (მეორე ტაიმი): გოშაძე, უბილავა, ჩადუნელი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ლ. ნონიკაშვილი, შ. ნონიკაშვილი (გეგუჩაძე), ო. მამაგეიშვილი, პარკინაშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე
ხვალ "საბურთალო" თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრება, სადაც ორი კვირის განმავლობაში მოემზადება.
fcsaburtalo.ge