"ძალიან გახარებული ვარ. რომ შემძლებოდა ასეთი სცენარის დაწერა, მას აუცილებლად დავწერდი. იმედი მაქვს, ჩვენ ასე გაგრძელება შეგვიძლია და მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო მეტს ვაჩვენებთ.
პირველ ტაიმში შეტევის ძალა და უნარი გამოვავლინეთ, მეორე ნახევარში კი თავს ძალიან კარგად ვიცავდით. ბიჭებმა ბრძოლისუნარიანი ხასიათი და დისციპლინა დამანახეს.
მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ სათამაშო სქემა შეცვალა, ჩვენ კი უკეთ დავინახეთ, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ.
გუნდთან ერთად ცოტა ხანი დავყავი, ამიტომ დასვენების უფლება
ქართველი სპეციალისტის ახალ კლუბში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა 20 წლის კეინ ლევის-პოტერსმა, რომელსაც უკვე 6 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. შემტევის მიმართ დაინტერესებას პრემიერლიგის კლუბები ამჟღავნებენ.