შოთას პირველი კომენტარი - 20 წლის შემტევმა ისევ გაიბრწყინა

AutoSharing Option
ჩემპიონშიპში წარმატებული დებიუტის ("სუონსისთან" 2:0) შემდეგ "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული ვარ. რომ შემძლებოდა ასეთი სცენარის დაწერა, მას აუცილებლად დავწერდი. იმედი მაქვს, ჩვენ ასე გაგრძელება შეგვიძლია და მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო მეტს ვაჩვენებთ.

პირველ ტაიმში შეტევის ძალა და უნარი გამოვავლინეთ, მეორე ნახევარში კი თავს ძალიან კარგად ვიცავდით. ბიჭებმა ბრძოლისუნარიანი ხასიათი და დისციპლინა დამანახეს.

Sportall.Ge

მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ სათამაშო სქემა შეცვალა, ჩვენ კი უკეთ დავინახეთ, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ.

გუნდთან ერთად ცოტა ხანი დავყავი, ამიტომ დასვენების უფლება
არ გვაქვს."

ქართველი სპეციალისტის ახალ კლუბში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა 20 წლის კეინ ლევის-პოტერსმა, რომელსაც უკვე 6 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. შემტევის მიმართ  დაინტერესებას პრემიერლიგის კლუბები ამჟღავნებენ.

altშოთა არველაძემ ინგლისში მოგებით დაიწყო



მკითხველის კომენტარები / 6 /
შოთი პროფესიონალია,დარწმუნებული ვარ ის ინგლისშიც დაამტკიცებს ამას.
sake
20:17 30-01-2022
0
Great start, well done Shoti! Keep going:)
გულშემატკივარი
11:45 30-01-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული