შოთა ტრანსფერებს ჩქარობს - ზამთრის ფანჯარა იხურება

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ჰალ სიტი", რომელმაც  ზედიზედ 3 გამარჯვებას მიაღწია, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გაძლიერებას ცდილობს.

კლუბი "ფენერბაჰჩედან" ალაჰიარ საიაადმანეშის ტრანსფერის გაოფიციალურებაზე მუშაობს, ამავდროულად კი, პრემიერლიგის კლუბ "ბრენტფორდის" ფორვარდ მარკუს ფორსის დამატებას, სავარაუდოდ, იჯარით ცდილობს.

მიმდინარე სეზონში ფინელმა ფეხბურთელმა "ბრენტფორდთან" ერთად პრემიერლიგის 7 თამაშში სულ რაღაც 203 წუთი ითამაშა, ლიგის თასსა და ასოციაციის თასზე კი თავი ვერ გამოიჩინა.

შოთას სატრანსფერო სიაში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მოთამაშე რაიან ლონგმენიცაა.

მომზადებულია fanatik-ის მიხედვით

altშოთას პირველი კომენტარი - 20 წლის შემტევმა ისევ გაიბრწყინა


მკითხველის კომენტარები / 6 /
ასახელე საქართველო ჯიგარო....................
სტალინი
22:46 31-01-2022
2
კვარაცხელია კარგი იქნებოდა მანდ
levani
21:35 31-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული