ლევან კობიაშვილი: მადლობა ჩვენს ნაკრებს - ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში რუსეთთან 1:3 დამარცხდა, ნამატჩევს კი ეროვნული გუნდის მიერ ტურნირზე მიღწეული შედეგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაფასა.

მადლობა ჩვენს ნაკრებს!

"სამწუხაროა, რომ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს გამოვეთიშეთ, თუმცა ჩვენმა გუნდმა ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია უკვე დაწერა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპის გადალახვაც მოახერხა.

ფუტსალის გუნდის თითოეული წევრი უდიდეს მადლობას იმსახურებს იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ გულშემატკივარს მიანიჭა.

გულდაწყვეტილი ვარ, რადგან დღევანდელ თამაშში ბიჭების საოცარი მონდომება და თავდაუზოგავი ბრძოლა დავინახეთ,
რამაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგების იმედი გაგვიჩინა. თუმცა ამაყი ვარ ჩვენი ბიჭებით - მათ შეძლეს და ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებში მოახვედრეს.

მადლობა ჩვენს საამაყო ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის და დაუვიწყარი ემოციებისთვის! ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება!", - წერს ლევან კობიაშვილი "ფეისბუქზე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაფერში გეთანხმებით ლევან და უნდა გაზარდოთ ფუტსალის დაფინანსება. მეტი ყურადღება მივაქციოთ მას და მოვაძლიეროთ შიდა ჩემპიონატი, გავუზარდოთ კლუბებს დაფინანსება, დავეხმაროთ რეგიონებს გააკეთონ კლუბები. შეგვიძლია ამ სპორტში წარმატების მიღწევა. ქართველების ოთხეულმაც ძალიან გაგვახარა თავისი პერსპექტივით. წარმატებები!
georgian
16:00 03-02-2022
0
მერე არ გრცხვენიათ ფედერაციაში, ფუტზალის გუნდებს რო მიზერული თახით აფინანსებთ?
მახა
09:33 02-02-2022
0

სიახლეები პოპულარული