"ქართველების მთავარი მწვრთნელი ფუტსალს აზერბაიჯანელებისგან სწავლობდა" - მარცხით გაბრაზებული ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხედფინალში, რუსებთან დაძაბულ (1:3) დაპირისპირებაში დაასრულა. მოგეხსენებათ, ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის ნაკრებთან ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ (3:2) გავიმარჯვეთ. Azerisport-ზე ამ ქვეყნის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, ელმან ალექფეროვის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის, ძირითადად, ავთანდილ ასათიანის გუნდზე საუბრობს:

"როდესაც 2:0-ს ვიგებდით, შესვენების შემდეგ მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ უნდა გვეფიქრა.

მათ ჩვენი ეშინოდათ. ქართველების მთავარი მწვრთნელი ფუტსალს აზერბაიჯანელებისგან სწავლობდა. ისინი ვერასდროს გვჯობდნენ და ეს მარცხი ძალიან საწყენია.

საქართველოს ნაკრებში ბევრი ლეგიონერია. თუკი მხოლოდ ადგილობრივებით ვითამაშებთ, დიდი ანგარიშით დავამარცხებთ."

altევრო

2022. რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში 0:2-დან შემოუტრიალა! [VIDEO]

altაზერბაიჯანელთა მწვრთნელი: თუ ქართველებმა ბოსნიაც დაამარცხეს, ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაგვიჭირდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
აბა ჩვეულებრივ ფეხბურთში გვეთამაშეთ ლეგიონერების გარეშე და იქ ვნახავთ საკლუბო თუ ეროვნული ნაკრების დონეზე ვინ იქნება მაგარი :):):)
sormona
14:55 04-02-2022
0
ესაც შენი მეგობრები.ცოტათი თავდაბალი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა მისთვის.
Temo M.
16:15 04-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული