თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "ტორპედომ" სერბეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსანი "ნაპრედაკი" 4:1 დაამარცხა.
"ტორპედოში" სადებიუტო გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა, გუნდის ახალწვეულმა გიორგი არაბიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი პენალტით კი აკაკი შულაიამ გაიტანა.
ტორპედო (სასტარტო): ჰამზიჩი, აბულაძე, სანდოხაძე, ნადარაია, ტაბატაძე, კუხიანიძე, მანჯგალაძე, შერგელაშვილი, პაპუნაშვილი, ახვლედიანი, მჭედლიძე
სათადარიგოები: კვასხვაძე, შულაია, არაბიძე, ბუღრიძე, გოგლიჩიძე, ჩარგეიშვილი, თევზაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ძარია
სათადარიგოები: კვასხვაძე, შულაია, არაბიძე, ბუღრიძე, გოგლიჩიძე, ჩარგეიშვილი, თევზაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ძარია
10 თებერვალს "ტორპედო" ტალინის "ლევადიას" შეხვდება.